სკეპტიკურად განწყობილი მე VS ტექნოლოგიები, ანუ როგორ გამოვცვალე მობილური

სკეპტიკურად განწყობილი მე VS ტექნოლოგიები, ანუ როგორ გამოვცვალე მობილური

მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნები, რომლებიც ძალიან ეჩვევიან პირადი მოხმარების ნივთებს და მათი გამოცვლა უჭირთ, რადგან ვერ ელევიან… ეს თვისება განსაკუთრებით ტექნიკას ეხება. მაგალითად, ჩემი მობილური ტელეფონი, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც ჩემი ერთგული თანამგზავრი და ჩემი მეგობრების განხილვის (უფრო სწორად კი დაცინვის) საგანია.

მე ჟურნალისტი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი გონება მუდამ დაკავებულია… ყოველთვის, ერთდროულად რამდენიმე მასალა მაქვს დასაწერი და ყველა მათგანი სასწრაფოა. ხან, მოულოდნელად ინტერვიუზე მიწევს გაქცევა, კითხვებს გზადაგზა ვიფიქრებ და სამარშრუტო ტაქსიში, ბლოკნოტში ვიწერ, რომ არ დამავიწყდეს. ტელეფონის დამტენი ყოველთვის ჩანთაში უნდა მედოს, რომ ელემენტმა არ მიმტყუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც დიქტოფონი მექნება და შესაბამისად, ვერც რესპოდენტს ჩავწერ. ანუ, ინტერვიუ არ შედგება.

ცალკე თემაა დამტენის სადენის და ყურსასმენების ერთმანეთში გადახლართვა. მათი გამოხსნა ჩემი ტკივილია. ეს ჩემმა მეგობრებმაც გადასარევად იციან და მთელი ძალებით ცდილობენ, დამარწმუნონ, რომ iTechnic-ში წავიდე და აიფონ 7 ვიყიდო, რომელსაც უსადენო ყურსასმენები მოყვება. მათი აზრით, ეს მობილური ისაა, რაც ყველაზე მეტად მჭირდება (არადა, ახლა მხოლოდ სტაბილურ დასვენებაზე ვოცნებობ)…

ვიცი, რომ ჩემს გარდა, მილიონობით ადამიანი წუწუნებს, რომ ყურსასმენების შნური წარამარა იბურდება. როგორც ჩანს, Apple-მ ეს პრობლემაც გადაჭრა. ახლა, ისინი უშნუროა და წარამარა დაიკარგება ( ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით). ისე, ეს იდეალური მიგნება სხვა ბევრ პრობლემასაც გადაჭრის. ასე მაგალითად, გოგონებს, რომლებიც მაინც და მაინც მდიდარ ქმარზე ოცნებობენ, შეუძლიათ კანდიდატების შერჩევისას დრო დაზოგონ და გაცნობის მომენტშივე მოჰფინონ ნათელი მათ ფინანსურ შესაძლებლობებს. ამისთვის საკმარისია უთხრან:

შენი ყურსასმენები მაჩვენე!

რატომ, რისთვის?.. აჰა, კაი… ნახე…

ასეც ვიცოდი! შნურიანია…

მართალია, პაემანს იმედგაცრუებული დატოვებს, მაგრამ სამაგიეროდ, იმ დროს დაზოგავს, რომელიც მას თაყვანისმცემლის ფინანსური შესაძლებლობების გარკვევისას დაეხარჯებოდა.

ერთხელ საშინელება დამემართა. 45 წუთიანი ინტერვიუ დიქტოფონზე ჩავწერე და სახლში მისვლისას აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში არც არაფერი ჩაწერილა… რა თქმა უნდა, ჩემმა მეგობრებმა ისევ მიბურღეს ტვინი, რომ ასე არ დამემართებოდა, ახალი ტელეფონი რომ მქონოდა… მთელი ერთი საათი მიხსნიდნენ, თუ რამდენად გამიმარტივებდა აიფონი ცხოვრებას…

ისე, რა კარგი იქნებოდა, აიფონს ”სელფებზე” ჩაციკლული მომხმარებლების სახეების გამომეტყველების გამარტივებაც რომ შეეძლოს…

ჩემის მხრივ, არც მე ვაკლებ ხოლმე მათ ირონიულ პასუხებს. რამდენჯერაც ჩემი დაქალი დაჯდომას დააპირებს, იმდენჯერ იმ ანეკდოტს ვახსენებ, ბიჭმა აიფონ 7 რომ იყიდა და წაიქცა. ტკაცუნის ხმაზე რომ წამოიძახა: – ”ღმერთო, ნეტა ხერხემლის მოტეხილობა იყოსო…”

კიდევ იმას, როდესაც ვიღაც აიფონ 7-ს ყიდულობს, სადღაც სწრაფად მოსამზადებელი ლაფშის მეპატრონე ხარობს…

ერთი სიტყვით, ის გამონათქვამი მართალი ყოფილა, ”შეძახილმა ხე გაახმოო”! თვის დასაწყისში პრემია რომ ავიღე, როგორც იქნა გადავწყვიტე, საკუთარი პრინციპებისთვის გადამებიჯებინა, iTechnic-ის მაღაზიაში შემებიჯებინა და მეყიდა ის, რაზეც მთელს მსოფლიოში, მილიონობით ადამიანი ოცნებობს და რაც უკვე ყველა ქვეყნის მაღაზიების ვიტრინებს ალამაზებს და თვალს უბრმავებს გამვლელ-გამომვლელს…

ხუმრობა იქით იყოს და…

ჩემი ყურსასმენები აღარ იბურდება.

გზადაგზა კითხვებს ბლოკნოტის ნაცვლად,

ტელეფონში, სპეციალურ აპლიკაციაში ვიწერ…

ABBYY Textgrabber აპლიკაცის გამოყენებით, შემიძლია ამოვიცნო 60 ენა, ამოვჭრა ტექსტი, გადავთარგმნო… ტექსტს ფოტო გადავუღო და დავარედაქტირო, გავახმოვანო, გადავთარგმნო და სასურველ აპლიკაციაში Facebook, Twitter, Evernote, e-mail ან SMS გავაგზავნო.

მშვიდად დავლიო დილით ყავა და არ შემეშინდეს, რომ შემთხვევით მობილური ხელიდან გამივარდება და ჭიქაში ჩავარდება. ის ხომ წყალგაუმტარია…

ვისარგებლო უკაბელო ყურსასმენების მრავალი ფუნქციით:

დამტენიდან ამოღებისას ის ავტომატურად უკავშირდება Iphone, Apple Watch, ipod-ს და Mac-ს

ავტომატურად ირთვება ხმა (მუსიკა, ვიდეო ), როდესაც ყურში ვიკეთებ და ავტომატურად გაითიშება, როდესაც მოვიხსნი.

თითოეული EarPod-ი აღჭურვილია W1 chip -ით, რომელიც საშუალებითაც EarPod-ი მაქსიმალურად აღიქვამს ჩვენს ხმას და ახშობს გარე ხმაურს, როგორც ლაპარაკის ასევე Siri-ს გამოყენების დროს.

აღარ მიწევს მალ-მალე ტელეფონის დატენვა, რადგან EarPod-ის ელემენტის ხანგრძლივობა 5 საათია და თავისი გარე დამტენით შესაძლებელია მისი გამოყენება 24 საათის განმავლობაში . P.S ასევე აქვს სწრაფი დატენვის რეჟიმი: 15 წუთით მოთავსება დამტენში საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ ყურსასმენი 3 საათის განმავლობაში.

ის ძალიან მსუბუქია. თითოეული EarPod-ის წონა 4 გრამს შეადგენს, ხოლო გარე დამტენი 38 გრამს.

ცხოვრება მშვენიერია! მთავარია, ამ მშვენიერების დანახვა შეგვეძლოს და არ მივცეთ ნება მოძველებულ ჩვევებს, ცხოვრება გაგვირთულოს. მიმოიხედეთ გარშემო! ყოველ დღე მზე ამოდის, ჩიტები ჭიკჭიკებენ, ვიღაცას უყვარს, ვიღაცას ენატრება… ვიღაც წვიმას უსმენს, ცხელ შოკოლადს სვამს, ვიღაც საყვარელ მუსიკას უსმენს, ვიღაც ფეხით სრესს ძირს მოფენილ გამხმარ, ხრაშუნა ფოთლებს… ვიღაც აიფონ 7-ს ყიდულობს… ვიღაც კი დასცინის მას, ვინც აიფონ 7-ს ყიდულობს და ვერ ხვდება, რომ ”არ არის იმდენად მდიდარი, დაბალფასიანი, უხარისხო ნივთი იყიდოს…”

”სელფს” ყველა ტელეფონით გადაიღებთ, რომელსაც კამერა აქვს, მაგრამ ცხოვრების გამარტივებას მრავალი, ძალიან გამოსადეგი ფუნქციებით, მხოლოდ აიფონი 7-ით შეძლებთ!

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს