ნიახური: როდის გვარგებს და როდის ვერიდოთ

ნიახური: როდის გვარგებს და როდის ვერიდოთ

ნიახური, როგორც ცნობილია, არა მარტო გემრიელი სანელებელი, არამედ სამკურნალო მცენარეცაა. ის ანელებს დაბერების პროცესს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და დადებითად მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე. მას ურჩევენ თირკმლის დაავადებების, რევმატიზმისა და პოდაგრის დროსაც. ნიახურში ბევრი ვიტამინი, ცილა, ამინმჟავა (კაროტინი, ასპარაგინი, ნიკოტინის მჟავა, თიროზინი, ეთერზეთები), მიკროელემენტი და მინერალია. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმულთათვის, რადგან აუმჯობესებს წყალმარილოვან ცვლას. ნიახური დადებითად მოქმედებს დიაბეტით დაავადებულებზეც.

ნიახურს აქვს ანტიალერგიული, ანტისეპტიკური და მატონიზებელი თვისებები, აუმჯობესებს მადას. С ვიტამინის შემცველობის წყალობით აღადგენს სისხლის მიმოქცევას, ეფექტურია ჰიპერტონიის დროს. მასში არსებული რკინა, მაგნიუმი და კალციუმი აძლიერებს იმუნურ სისტემას. ორიოდე ღერი ნიახური А და С ვიტამინების დღიური ნორმის 15%-ს შეიცავს.

მამაკაცებისთვის ეს მცენარე შეუცვლელია, რადგან მასში არის ანდროსტერონი - მამაკაცის სასქესო ჰორმონი, რომელიც ამაღლებს პოტენციას. სპეციალისტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ნიახური ვიაგრის ბუნებრივი ანალოგია და თუ ვინმეს ასეთი ეფექტის მიღება სურს, სასურველია, ყოველდღე სვას მცენარის ახალგამოწურული წვენი.

ნიახური პროსტატიტის პროფილაქტიკის საშუალებაცაა. შარდმდენი თვისების წყალობით ის ამარცხებს შარდსასქესო სისტემისა და რეპროდუქციული ორგანოების ინფექციურ დაავადებებს. გარდა ამისა, შეიძლება გამოვიყენოთ თირკმელებისა და ღვიძლის სამკურნალოდაც.

ნიახურს მხოლოდ ტოქსინები კი არ გამოაქვს ორგანიზმიდან, არამედ ნივთიერებათა ცვლასაც აუმჯობესებს, რაც შესაძლოა წონის კორექციაში დაგვეხმაროს. ის დაბალკალორიულია და შეიცავს უჯრედისს, რომელიც შიმშილის გრძნობას აკონტროლებს. 100 გრამი მწვანილი მხოლოდ 16 კალორიას შეიცავს... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს