კალანჰოე - შეუცვლელი აფთიაქი თქვენი ფანჯრის რაფაზე - კურნავს უამრავ დაავადებას

კალანჰოე - შეუცვლელი აფთიაქი თქვენი ფანჯრის რაფაზე - კურნავს უამრავ დაავადებას

1. თვალის ანთებითი დაავადებები (კონიუკტივიტი, ბლეფარიტი), სტომატიტი, ღრძილების ანთება.

კალანჰოეს რამდენიმე ფოთოლი გარეცხეთ და მოათავსეთ 5-7 დღით მაცივარში, შემდეგ დააქუცმაცეთ, გაწურეთ და წვენი გაფილტრეთ. დაამატეთ გრილი ანადუღარი წყალი თანაშეფარდებით 1:1, დაასველეთ ბამბის ტამპონი და დაიდეთ ქუთუთოებზე 10-15 წუთით 4-5-ჯერ დღეში. სტომატიტის და ღრძილების ანთების დროს დაიმუშავეთ პრობლემური ადგილები ხსნარით. კალანხოეს წვენი შეინახეთ არა უმეტეს 10 გრადუსის ტემპერატურაზე.

2. მალამო კანის დაავადებების სამკურნალოდ (ეგზემა, დერმატიტები).

ა) ფინჯნის შიდა ზედაპირი გაწმინდეთ არყით ან სპირტით და მოათავსეთ 30 მლ კალანჰოეს წვენი. დაამატეთ 50 გ უწყლო ლანოლინი და შემდეგ თანდათან დაამატეთ 50 გ ვაზელინი. ლანოლინი და ვაზელინი იყიდება აფთიაქში. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში თხელი ფენით 2-3-ჯერ დღეში. მალამო შეინახეთ მაცივარში.

ბ) ახლადგაწურულ კალანჰოეს წვენს დაამატეთ ზეითუნის ზეთი ან ერბო თანაშეფარდებით 1:2, კარგად აურიეთ და ჭურჭელი ჩადგით 30 წუთით ცხელ წყალში. მალამო გამოიყენეთ დღეში 2-3-ჯერ. მალამო შეინახეთ მაცივარში.

3. წვეთები მწვავე ჰაიმორიტის დროს.

1-1 ს.კ. კალანჰოეს და ალოეს წვენს დაამატეთ 1 ჩ.კ. ხახვის წვენი და აურიეთ ერთმანეთში. ჩაიწვეთეთ 4-5 წვეთი ჯერ მარცხენა ნესტოში, ამასთანავე დახარეთ თავი მარცხნივ და 30 წუთი იწექით ამ მდგომარეობაში, შემდეგ იგივე გაიმეორეთ მარჯვენა მხარეს. პროცედურის შემდეგ დაითბეთ ჰაიმორის წიაღი ბოთლით, რომელშიც ჩასხმულია თბილი წყალი და შეწექით ლოგინში... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს