მსოფლიო დიქტატორები და მათი კულინარული მიდრეკილებები

მსოფლიო დიქტატორები და მათი კულინარული მიდრეკილებები

წარმოგიდგენთ რამდენიმე სასტიკ დიქტატორს და მათ ექსცენტრიულ კულინარიულ გემოვნებას.

კიმ ჩენ ინს ზვიგენის და ძაღლის ხორცის სუპი უყვარდა

ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს სწამდა, რომ ეს კერძები იმუნიტეტს უმაღლებდა და ვაჟკაცობას ჰმატებდა. აგრეთვე დიქტატორი ალკოჰოლური კომპანია "ჰენესის" ყველაზე მსხვილი კლიენტი გახლდათ.

ადოლფ ჰიტლერი ვეგეტარიანელი იყო და ცხოვრების ბოლოს მხოლოდ კარტოფილის პიურეს და წვნიანებს მიირთმევდა

მას 15 დეგუსტატორი ყავდა, თუ არცერთი მათგანი კერძის გასინჯვიდან 45 წუთში არ მოკვდებოდა, ე.ი. კერძი საკვებად ვარგისი იყო.

იოსებ სტალინს ტრადიციული ქართული სამზარეულო უყვარდა

სტალინის ერთ-ერთი მზარეული ვლადიმერ პუტინის ბაბუა სპირიდონ პუტინი გახლდათ.

ბენიტო მუსოლინის ნიორი უყვარდა და ფრანგული სამზარეულო უსარგებლოდ მიაჩნდა

მუსოლინის საყვარელი კერძი გახლდათ მარტივი სალათი ნივრით, ზეთით და ლიმონის წვენით. მუსოლინის სახლში, ოჯახთან ერთად უყვარდა ჭამა.

იდი ამინი დღეში 40 ფორთოხალს ჭამდა და ქეიეფსის პროდუქცია უყვარდა

იდი ამინს შემწვარი თხა და ფეტვის პური უყვარდა. ფორთოხალს იმიტომ ჭამდა, რომ სჯეროდა, ის ბუნებრივი ”ვიაგრა” იყო.

ნიკოლაი ჩაუშესკუს ვეგეტარიანული ლაზანია და მარტივი სალათები უყვარდა

ჩაუშესკუს საყვარელი კერძი ვეგეტარიანული ლაზანია იყო კვერცხით და არაჟნით და პომიდორის, ხახვის და ფეტას სალათი სტეიკთან ერთად.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს