უჩვეულო პროფესიები, რომლებშიც მოზრდილ ხელფასს იხდიან

უჩვეულო პროფესიები, რომლებშიც მოზრდილ ხელფასს იხდიან

ყველა პროფესია საჭირო და მნიშნელოვანია, ყველაზე უცნაურიც კი. შესაძლოა, ამ პროფესიებს უნივერსიტეტებში არ ასწავლიან, მაგრამ საზოგადოებას მათი წარმომადგენლები სჭირდება.

კამათლის ინსპექტორი

კაზინო ყველაფერს იზამს, ოღონდ მოთამაშენი სახლში მოგებული არ წავიდნენ. მაგრამ ლას ვეგასშიც კი თამაშის წესების დაცვით თამაშობენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კამათელი იდეალურ მდგომარეობაში უნდა იყოს: თანაბარი კუთხეები, სწორი წონა, ბალანსი. ამ და სხვა პარამეტრებს რეგულარულად ამოწმებენ პროფესიონალი ინსპექტორები.

კვერცხის სქესის ამომცნობი

დავალება არც ისე მარტივია, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ. მის კორექტულად შესრულებაზეა დამოკიდებული ქათმის სიცოცხლე.

დეოდორანტის ეფექტურობის შემმოწმებელი

ამ პროფესიის წარმომადგენლები თავად არ ტესტავენ დეოდორანტს. მათი მთავარი ამოცანაა, "საცდელი" ადამიანის იღლიას დააკვირდნენ და განსაზღვრონ პროდუქტის ეფექტურობა.

გოლფის ბურთების მყვინთავი

ამ ჯენტლმენური თამაშის მოედნები მდინარეებთან იკვეთება. იმდენად ხშირად ვარდება ბურთი მდინარეში, რომ ელიტურ გოლფ კლუბებში სპეციალური მცურავები ჰყავთ, რომლებსაც ფსკერიდან ბურთის ამოღებაში წელიწადში 100 000 დოლარს უხდიან.

გველის "მწველავი"

არა, გველი რძეს არ იწველება. არც კერტები აქვს. მაგრამ ზოგი სახეობა ძალიან შხამიანია. ასეთ დროს აუცილებელია ანტიტოქსინი, რომელიც მისივე შხამზე მზადდება. სითხე გველის კბილებიდან მხოლოდ პროფესიონალს შეუძლია მოიპოვოს: ის აიძულებს ქვეწარმავალს, რომ შხამი გადმოანთხიოს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს