რა უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს შხაპის ხშირად მიღებამ

რა უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს შხაპის ხშირად მიღებამ

იმასთან დაკავშირებით, თუ რა სიხშირით უნდა მივიღოთ შხაპი, განსხვავებული მოსაზრება არსებობს. ადამიანის თმის და კანის ტიპის მიხედვით შესაძლოა, ყოველდღე შხაპის მიღება სასარგებლო იყოს, ან პირიქით, აუარესებდეს კანის მდგომარეობას.

შხაპის ხშირად მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს თმის დაზიანება. გასულ წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ხუთიდან ოთხი ქალი ყოველდღე არ იღებს შხაპს, მაშინ, როდესაც გამოკითხულთა მესამედი ამბობდა, რომ სამი დღის განმავლობაში არ შედიოდა საშხაპეში.

სხვა კვლევამ, რომელიც მანჩესტერის, ედინბურგის, ლანკასტერის და საუსჰემპტონის უნივერსიტეტებმა ჩაატარეს, გამოავლინა, რომ რესპოდენტების სამი-მეოთხედი დღეში მინიმუმ ერთხელ იღებდა შხაპს. მაგრამ არსებობს ზუსტი რიცხვი, რამდენჯერ შეიძლება ბანაობა?

ავსტრალიაში დერმატოლოგთა კოლეჯის პეზიდენტი, პროფესორი სტივენ შუმაკი აცხადებს, რომ მხოლოდ მაშინ უნდა იბანაოთ, როდესაც გჭირდებათ.

”60 წელია, რაც ყოველდღიურად შხაპის მიღება პოპულარულია. ამის კეთებას სოციალური წნეხი იწვევს და არა ბუნებრივი სურვილი. რადგან საზოგადოება მოითხოვს, რომ მუდამ კარგი სურნელი სდიოდეს ადამიანს. მაგრამ ცუდი სუნის წარმოქმნას მხოლოდ იღლია იწვევს სხეულში, ამიტომ საჭიროება არ არსებობს, ყოველდღე შხაპის მიღების. ზედმეტი ბანაობა ვნებს კანს, აშორებს მას სხეულის ბუნებრივ ზეთს. ამან შეიძლება კანი ბაქტერიებისა და ვირუსებისთვის ხელსაყრელი გახადოს და გამოიწვიოს ფხანა, გამოშრობა და გაუარესებული მდგომარეობა, როგორიცაა მაგალითად ეგზემა”, - განაცხადა პროფესორმა.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს