ქათმის კვერცხი დიაბეტის წინააღმდეგ

ქათმის კვერცხი დიაბეტის წინააღმდეგ

აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ დიაბეტი ტიპი 2-ის თავიდან ასაცილებლად საკმარისია კვირაში ოთხი კვერცხის ჭამა. მათი თქმით, ეს ორჯერ ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს.

შემთხვევათა უმრავლესობაში დიაბეტი ტიპი 2 გამოწვეულია არასწორი კვებით, სიმსუქნით და, საზოგადოდ, ცხოვრების არაჯანსაღი წესით. რაც შეეხება ქათმის კვერცხს, მისი თვისებების კვლევა მეცნიერებმა ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაიწყეს. ისინი 30 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ საშუალო ასაკის 2300 მოხალისეს, მათ კვებასა და ჯანმრთელობას.

დიაბეტი 430 საკვლევ პირს დაუდასტურდა. ამავე დროს, მათ, ვინც კვირაში 4 კვერცხს მიირთმევდა, დიაბეტის განვითარების რისკი მათზე 37%-ით ნაკლები აღმოაჩნდა, ვინც კვირაში მხოლოდ ერთ კვერცხს იღებდა, ხოლო მათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ ჭამდა კვერცხს - ორჯერ ნაკლები.

აქამდე ჩატარებული ზოგიერთი კვლევის შედეგი, პირიქით, იმაზე მიუთითებდა, რომ კვერცხი პროვოცირებას უწევდა დიაბეტის განვითარებას...  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს