სასახლე ზღაპრიდან, რომელიც რეალურად არსებობს

სასახლე ზღაპრიდან, რომელიც რეალურად არსებობს

მონ სენტ მიშელი დასავლური სამყაროს საოცრებად ითვლება. ეს გახლავთ საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე შუასაუკუნოვანი სასახლე, რომელიც ოკეანეში კლდოვან კუნძულზეა აშენებული. ჰორიზონტზე მირაჟის მსგავსად წამოჭიმული ნაგებობა ნამდვილი სასწაულია.

მონასტერში ადამიანები ათასი წლის მანძილზე ცხოვრობდნენ, კუნძული სტრატეგიული ციხე-სიმაგრეც იყო, სასახლეც და ხანგრძლივ მოგზაურობაში მყოფი ქრისტიანებისთვის მიმზიდველი ადგილიც. მონ სენტ მიშელის ცენტრალური ნაწილი მისი ეკლესიაა, რომელიც სიზმრის მიხედვით ააგეს. 80 მეტრი სიმაღლის სასახლე ნორმანდიისა და ბრიტანეთის რეგიონების შეხვედრის წერტილზე მდებარეობს. მონ სენტ მიშელი მეშვიდე საუკუნით თარიღდება. ამ დროს კუნძულს მონტე ტომბე ერქვა.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

ლეგენდის თანახმად, 708 წელს წმინდა უბერს მთავარანგელოზი მიქაელი დაესიზმრა, რომელმაც უბრძანა კუნძულის თავზე სასახლის აშენება. მონასტრის მშენებლობა რამდენიმე საუკუნეს გაგრძელდა, მის დასრულებას 500 წელზე მეტი დაჭირდა. შუასაუკუნეებში სასახლეში გაშენებული სოფელი ძირითადად აღმოსავლეთ ნაწილში იყო დასახლებული 50-მდე ადამიანით. ამჟამად, მთავარი ქუჩა მაღაზიებით და სასტუმროებითაა გაწყობილი, შუასაუკუნეებში კი ამ ტერიტორიაზე სუვენირებს და წასახემსებლებს ყიდდნენ.

მომზადებულია ancient-origins.net-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს