ცაცხვის სამკურნალო თვისებები

ცაცხვის სამკურნალო თვისებები

ცაცხვი სამკურნალო და სასარგებლო თვისებებით გამორჩეული მცენარეა. ამის გამო ის ფართოდ გამოიყენება როგორც ხალხურ მედიცინაში (ნაყენებისა და ნახარშების სახით), ასევე სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად.

ცაცხვის ქერქი

შეიცავს ტრიტერპენულ შენაერთებს და 8 %-მდე ეთერზეთებს. მისი სამკურნალო თვისებები დაკავშირებულია კვერცეტინსა და კემპფეროლთან. ქერქს ზამთარში იღებენ, აშრობენ, ახმობენ, აქუცმაცებენ ან ფქვავენ. იყენებენ ნაყენის ან ნახარშის დასამზადებლად. აღნიშნული სითხეები აძლიერებს ნაღვლის დენას. ნორჩი ცაცხვის ქერქი მოხარშვისას გამოყოფს დიდი რაოდენობით ლორწოსმაგვარ ნივთიერებას, რომელიც ეფექტურია პოდაგრის, ბუასილისა და დამწვრობების სამკურნალოდ.

ცაცხვის ყვავილი

ცაცხვის ყვავილს სხვაგვარად “ცაცხვის ფერსაც” უწოდებენ. ხალხური მედიცინა ფართოდ იყენებს როგორც მისგან დამზადებულ ნაყენებს, ასევე ნახარშებს.

ცაცხვის ყვავილები შეიცავს გლიკოზიდ ტალიცინს, C და სხვა ვიტამინებს, ფლავონოიდებს, კაროტინს, ეთერზეთებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, კუმარინს, საპონინებს, ცვილს, გლუკოზას და სხვა შაქრებს, მაკრო და მიკროელემენტებს.

პრეპარატები, რომელთაც ცაცხვის ყვავილისაგან ამზადებენ, გამოირჩევა შარდმდენი და ოფლმდენი (გლიკოზიდ ტილიაცინის ეფექტია) მოქმედებით, კუჭის წვენის გამოყოფის გაძლიერებით, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, აადვილებს ნაღვლის გამოყოფას. აღნიშნულ პრეპარატებს გააჩნია აგრეთვე ანთების საწინააღმდეგო და დამაწყნარებელი მოქმედება. მათ წარმატებით იყენებენ როგორც სიცხის დამწევ და ბაქტერიციდულ საშუალებებს სხვადასხვა ანთებითი დაავადების დროს. რეკომენდებულია გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების), გრიპის, ცხელებით მიმდინარე დაავადებების დროს, პირისა და ყელის გამოსავლებად გინგივიტის, ლარინგიტის, სტომატიტის დროს... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს