ორჯერ დაბადებული - ექიმებმა ნაყოფი საშვილოსნოდან ამოიყვანეს და ისევ უკან დააბრუნეს

ორჯერ დაბადებული - ექიმებმა ნაყოფი საშვილოსნოდან ამოიყვანეს და ისევ უკან დააბრუნეს

როდესაც ლილი ბომერი გაიზრდება, თავის დაბადების დღეს ის წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. ეს არის ბავშვი, რომელიც ორჯერ დაიბადა: ჯერ ექიმებმა დროებით ამოიყვანეს საშვილოსნოდან, რათა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაცია ჩაეტარებინათ, ხოლო 12 კვირის შემდეგ ის თავის ვადაზე დაიბადა.

როდესაც ტეხასის მაცხოვრებელმა მარგარეტ ბომერმა ორსულობის მე-16 კვირაზე გაიკეთა ექოსკოპიური კვლევა, ექიმმა უთხრა, რომ ნაყოფს კუდუსუნთან ჰქონდა სიმსივნე. ერთადერთი იმედი ოპერაციული ჩარევა იყო, რომელიც მუცლად ყოფნის დროს უნდა ჩატარებულიყო. ექიმებს უნდა ამოეყვანათ ბავშვი მუცლიდან, რომელიც იმ დროისათვის 538 გრამს იწონიდა, რის შემდეგაც უკან დააბრუნებდნენ. გოგონას შანსები 50/50-ზე ჰქონდა.

ოპერაციის შემდეგ მარგარეტი საავადმყოფოში დააწვინეს ბავშვის შენარჩუნებისთვის. ბავშვი საშვილოსნოში კარგად ვითარდებოდა კიდევ 12 კვირა და ორსულობის 36-ე კვირაზე გართულებების გარეშე დაიბადა. იგი 2 400გრ-ს იწონიდა.

თავიდან მარგარეტი შოკირებული იყო გამოკვლევების პასუხებით და ყველაზე უარესისთვის ემზადებოდა. "მათ შეხედეს ეკრანს, რის შემდეგაც ექიმმა გვითხრა, რომ ბავშვს ჰქონდა სერიოზული პრობლემა ე.წ. კუდუსუნის ტერატომა, რომელიც საკმაოდ გავრცელებული სიმსივნეა ახალშობილებში. ძალიან გავრცელებული სიმსივნეა, მაგრამ საკმაოდ იშვიათად გვხვდება", - თქვა ექიმმა. მისი წარმოქმნის მიზეზი ცნობილი არ არის. სტატისტიკით, გოგონებში 4-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ბიჭებში.

ზოგჯერ ექიმები ოპერაციას დაბადებამდე გადადებენ ხოლმე, მაგრამ ლინლის შემთხვევაში სიმსივნე ურღვევდა ნაყოფს სისხლისმიმოქცევას. "ზოგიერთ შემთხვევაში სიმსივნე იმარჯვებს, დგება გულის მძიმე უკმარისობა და ნაყოფი იღუპება, - ხსნის ექიმი. - სიმსივნის ზრდის შედეგად ნაყოფის მდგომარეობა უარესდებოდა და ექიმებს აღარ ჰქონდათ არჩევანის საშუალება, საჭირო იყო მოქმედება. ერთი ვარიანტი იყო ორსულობის შეწყვეტა. ასეთი გადაწყვეტილების მიღება მარგარეტისთვის ძალიან რთული იქნებოდა: მარგარეტი მანამდე ორსულად იყო ტყუპებზე. ერთ-ერთი დაიღუპა მეორე ტრიმესტრამდე. ლინლის ნაკლები შანსები ჰქონა. 23-ე კვირაზე სიმსივნემ გულის ბლოკირება მოახდინა და მალევე განვითარდებოდა გულის უკმარისობა. მინდოდა ლინლისთვის სიცოცხლე მეჩუქებინა", - ამბობს გოგონას დედა... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს