რატომ უნდა დატოვოთ სახლიდან გასვლისას საყინულეში ხურდა ფული

რატომ უნდა დატოვოთ სახლიდან გასვლისას საყინულეში ხურდა ფული

სამსახურიდან ან ხანგრძლივი მოგზაურობიდან სახლში დაბრუნებულს, ალბათ, შეგინიშნავთ, რომ თქვენი ციფრული საათი არასწორ დროს აჩვენებს. შუქი არ გათიშულა, ამასთან, ასე რომც იყოს, ზუსტად ვერც დაადგენ, რამდენი ხნით გაითიშა ელექტროენერგია. შეიძლება რამდენიმე დღე არ იყო დენი, რამაც საჭმლის გაფუჭება გამოიწვია. როდესაც დენი ისევ მოდის, საკვები ისევ იყინება და ვერც შენიშნავთ, რომ ის გაფუჭებულია. როგორც ვიცით, გამდნარი და კვლავ გაყინული საჭმელი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. წარმოგიდგენთ ხერხს, თუ როგორ დაადგინოთ, რამდენი ხნით იყო გათიშული ელექტროობა.

აიღეთ ერთი ჭიქა, ხურდა ფული და წყალი. ჩაასხით წყალი ჭიქაში და შედგით საყინულეში. როდესაც მთლიანად გაიყინება, დაადეთ ზევიდან ხურდა და შეაბრუნეთ საყინულეში. როდესაც დღესასწაულებიდან სახლში დაბრუნდებით, შეხედეთ ხურდის მდებარეობას. თუ ისევ ყინულის თავზეა ხურდა, მაშინ ყველაფერი რიგზეა. თუ ჭიქის ძირშია, ეს ნიშნავს, რომ ელექტროენერგია საკმაო ხანს იყო გათიშული, წყალი გალღვა და ხურდაც ძირზე დაეშვა. შესაბამისად, მაცივარში არსებული საკვები გადასაყრელია.

მომზადებულია simplecapacity.com-ს მიხედვით.

"ექიმები გიჟებივით დარბიან...ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის" - რას წერს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი

ერთად შეკრებილი ათასობით ადამიანი უხანში - როგორ იზეიმეს ჰელოუინი ქალაქში, საიდანაც კორონავირუსი გავრცელდა

"სიყვარული ფერადია და ფოტოებიც ფერადი უნდა იყოს“ - ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის რომანტიკული ფოტოები "პარიზული დღეებიდან“