ავსტრალიელმა მეხანძრეებმა გაიხადეს... ძალიან დაგცხებათ

ავსტრალიელმა მეხანძრეებმა გაიხადეს... ძალიან დაგცხებათ

ყოველი წლის ოქტომბერში ავსტრალიელი მეხანძრეები ავსტრალიასა და მსოფლიოს კალენდრით ანებივრებენ, რომლის ყველა გვერდზე ნახევრადშიშველი მაშველების, პირდაპირი მნიშვნელობით, ცხელი ფოტოებია განთავსებული.

მეხანძრეებმა არც ამჯერად უღალატეს ტრადიციას და 2017 წლის კალენდარიც სახეზეა - ძლიერი, დაკუნთული, სიმპათიური მამაკაცები ნაჯახებით, ჩაფხუტებით, წყლის შლანგებითა და... ლეკვებით (მრავალფეროვნებისთვის).

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ინტერნეტსივრცეში  მეხანძრეების სექსუალურ ფოტოსესიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტმომხმარებლები ასობით კომენტარს ტოვებენ მათ ფოტოებზე: "ბედნიერი ლეკვები..."; "წავედი, ჩემს სახლს გადავწვავ"; "ო, ღმერთო! ან ხანძარში ვიყო, ან ეს ლეკვი, არ შეიძლება?".

მეხანძრეების სიშიშვლე კეთილ მიზნებს უკავშირდება: 1993 წლიდან მოყოლებული ათი ათასობით კალენდრის გაყიდვით შემოსული თანხა ქველმოქმედებას ხმარდება. წლების მანძილზე ავსტრალიის სახანძრო დეპარტამენტი ამ გზით ბავშვთა ჰოსპიტალს და ვეტერან სამხედროებს ეხმარება.

ბიჭი ბანერებით - ვინ არის ინტერნეტვარსკვლავი, რომელიც უჩვეულო საკითხებს "აპროტესტებს"

დღეს ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, ხვალიდან კი ამინდი მკვეთრად გაუარესდება

მზიურის რეაბილიტაცია სრულდება - როგორ გამოიყურება თბილისელების საყვარელი პარკი