სინამდვილეში სირაქლემები თავს მიწაში არ რგავენ - რატომ არსებობს მსგავსი მითი ამ ფრინველის შესახებ?

სინამდვილეში სირაქლემები თავს მიწაში არ რგავენ - რატომ არსებობს მსგავსი მითი ამ ფრინველის შესახებ?

ალბათ, ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რატომ რგავენ სირაქლემები თავს მიწაში. სინამდვილეში, ეს სიცრუეა, სირაქლემები თავს მიწაში არ რგავენ. რატომ არსებობს მსგავსი მითი ამ ფრინველის შესახებ?

პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ სირაქლემას ყველაზე დიდი ფრინველის სახელი აქვს, მისი სიმაღლე ორ მეტრზე დიდი არ არის. როდესაც ბოლომდე არის გამართული, მისი თავი სხეულთან შედარებით ძალიან პატარაა. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ შორიდან სირაქლემა, რომელიც საკვებს ჭამს მიწიდან, ისე ჩანს, თითქოს თავი აქვს მიწაში ჩაფლული.

მაგრამ ალბათ ეს მითი სირაქლემების ბუდეს უკავშირდება. მამრი სირაქლემები ერთ მეტრამდე სიღრმის ხვრელს თხრიან კვერცხების შესანახად. ინკუბაციური პერიოდის შემდეგ დედა და მამა სირქალემები კვერცხებს აბრუნებენ თხრილში, რომლის დროსაც თავის თხრილში ჩაყოფა უწევთ, სწორედ აქედან იქმნება ილუზია, რომ ისინი თავს მიწაში ყოფენ.

მომზადებულია mentalfloss.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს