''სექსზე დამოკიდებულებამ ცხოვრება დამინგრია, ბევრი პარტნიორი მყავდა და ყველას ვატყუებდი'' - დაოჯახებული ქალის აღსარება

''სექსზე დამოკიდებულებამ ცხოვრება დამინგრია, ბევრი პარტნიორი მყავდა და ყველას ვატყუებდი'' - დაოჯახებული ქალის აღსარება

არ მიყვარს, როცა თავს სექსზე დამოკიდებულ ადამიანს ვუწოდებ. ხალხს ამაზე საკმაოდ ცუდი რეაქცია აქვს.

სექსისკენ ყოველთვის სხვაგვარად მიდრეკილი ვიყავი და ეს ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან იყო პრობლემა. დასაწყისში, თავს სექსზე დამოკიდებულად, რა თქმა უნდა, არ მივიჩნევდი, რამაც ჩემი ცხოვრება კატასტროფად აქცია. ჩემი მთავარი პრობლემა ღალატი იყო.

ყოველთვის 3-4 ურთიერთობაში ერთდროულად ვიყავი. ბევრი პარტნიორი მყავდა და ყველას ვატყუებდი.

საქმე სექსში არ იყო. სექსი მომწონდა, მაგრამ კონტროლი და ძალაუფლება უფრო მსიამოვნებდა.

მომავალში, უკვე დაქორწინებულს, ურთიერთობა მქონდა 3 კოლეგასთან, რომელთაგან ორს სიყვარულში გამოვუტყდი. თქვენ ეს ყველაფერი საშინლად მოგეჩვენებათ ან უბრალო გართობად, მაგრამ ჩემთვის ეს მთელი დღით აღფრთოვანებას ნიშნავდა. სექსი ყოველდღე რამდენიმე ადამიანთან მქონდა.

პრობლემაც აქედან დაიწყო. ამ ყველაფრის შესაჩერებლად ბევრი შესაძლებლობა მქონდა, მაგრამ მაინც ვაგრძელებდი. სწორედ ეს არის ის, რაც ჩემს დამოკიდებულებას ამტკიცებს - ვაგრძელებდი კვლავ და კვლავ, მიუხედავად იმისა, რომ ვხვდებოდი, ჩემი ცხოვრება ინგრეოდა. ნარკომანს ან სასმელზე დამოკიდებულს დავემსგავსე, სექსი დოფამინს მაძლევდა. ამის შემდეგ სინდისი მქენჯნიდა, მრცხვენოდა და დეპრესიაში ვვარდებოდი, ერთადერთი რაც ამ შეგრძნებებისგან მათავისუფლებდა - სექსი იყო.

აღარაფერი მაინტერესებდა, არც ის, რომ რამდენიმე ქორწინება დამენგრა, არაერთი სამსახურიდან დამითხოვეს, მე კი სულ უფრო ღრმად ვეფლობოდი ამ ჭაობში... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს