ლოლიტას ქმარი და მომღერალი ირაკლი ფირცხალავა "სექტანტურ ტრენინგებს" ესწრებიან

ლოლიტას ქმარი და მომღერალი ირაკლი ფირცხალავა "სექტანტურ ტრენინგებს" ესწრებიან

რამდენიმე დღის წინ ლოლიტა მილიავსკაიამ შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ მისი ქმარი დიმიტრი ივანოვი სექტაში მოხვდა.

როგორც ცნობილია ორგანიზაცია 30 წელზე მეტი ხნის წინ აშშ-ში ჩამოყალიბდა და მიუხედავად კრიტიკისა და სექტანტობაში ბრალდებისა, დღემდე არსებობს და განაგრძობს განვითარებას.

ცნობილია, რომ ორგანიზაცია ხშირად იცვლის დასახელებასა და ადგილს, მაგრამ მსურველების რიცხვი " გახდნენ ლიდერები და ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიონ" არ იკლებს.

ამავდროულად ინტერნეტში ხშირად ვცერლდება მონაწილეთა ნათესავების შემაშფოთებელი მიმოხილვები, რომ მათ ახლობლებს ზომბებად აქცევენ და ნამდვილ სექტაში აწევრიანებენ.

მსგავს ტრენინგებზე სიარულს, რუსი მოდელების რუსლანა კორშუნოვასა და ანასტასია დროზდოვას სიკვდილის ერთ-ერთ ვერსიად ასახელებენ. 2008 – 2009 წლებში გოგონებმა Lifespring -ის კურსებზე სიარულის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.

სემინარები და ლექციები ყოველთვიურად, რამდენიმე დღიანი კურსებით შემოიფარგლება - საშუალოდ 180-200 ადამიანი ესწრება. კურსის ღირებულება - 70 ათასი რუბლი ჯდება.

როგორც ლოლიტა ამბობს, მისმა ქმარმა 5 დღიან კურსში უკვე 66 ათასი რუბლი გადაიხადა.

- ჩემი ქმრისთვის ეს დიდი ფულია, რადგან ის ამ ფულს თვითონ გამოიმუშავებს და ჩემგან არაფერს იღებს. ეს "ტრენინგი" აბსოლუტური ფულის გამოძალვაა. ჩემი ქმარი სახლში ღამის 2 სთ-ზე ადრე არ ბრუნდებოდა. ვიღაცას ურეკავდა ტელეფონზე, საკუთარი სლენგები და კოდირებული მინიშნებები აქვთ. რა საერთო შეიძლება ჰქონდეს ამას პიროვნულ ზრდასთან?

- ჩემი ქმარი ჩემგან არასდროს არაფერს მალავდა, ის ძალიან გულახდილი, სანდომიანი და თბილი ადამიანია. სამწუხაროდ სწორედ ასეთი ადამიანები სჭირდებათ ამ "სასწავლო ცენტრებს". იმ 5 დღის განმავლობაში, რაც ჩემი ქმარი ამ "ტრენინგზე" დადის, ის წარმოუდგენლად შეიცვალა. ძალიან თბილი ადამიანისგან, რომელიც 7 წელია მიყვარს, ცივ და მკაცრ მამაკაცად გადაიქცა - ჰყვება მომღერალი...განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს