რამდენ ხანს შეიძლება მამაკაცისთვის სექსუალური თავშეკავება

რამდენ ხანს შეიძლება მამაკაცისთვის სექსუალური თავშეკავება

ჩვენს ინტერნეტ-ჟურნალში სიახლეა - რუბრიკა ბლიც-ინტერვიუ, რომელშიც პროფესიონალი ექიმები გვიპასუხებენ აქტუალურ შეკითხვებზე. დღევანდელი ბლიც-ინტერვიუ ეხება მამაკაცებში სექსუალური თავშეკავების გავლენას უროლოგიურ და რეპროდუქციულ სისტემაზე.

კითხვებს პასუხობს უროლოგიის ეროვნული ცენტრის უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი ალეკო ხელაია.

1. მამაკაცებში სექსუალუერი ურთიერთობისგან თავშეკავება შეიძლება თუ არა გახდეს რომელიმე უროლოგიური პათოლოგიის საბაბი და თუ კი - კერძოდ რომლის?

- სექსუალური ურთიერთობისაგან სისტემატურმა თავშეკავებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის დარღვევა მცირე მენჯის ვენებში, რაც თავის მხრივ აფერხებს წინამდებარე ჯირკვლის – პროსტატის აცინუსების (აცინუსი - სტრუქტურული ერთეულია, სადაც გროვდება პროსტატის სეკრეტი - წვენი) დრენირებას ანუ დაცლას. ეს ხელს უწყობს ასეპტიურ არაინფექციურ ანთებას – კონგესტიურ პროსტატიტს. პროსტატიტის განვითარება ხელს უწყობს წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციების გაუარესებას. მოგეხსენებათ, რომ წინამდებარე ჯირკვალს რამოდენიმე ფუნქცია გააჩნია: 1. მოტორული, 2. ბარიერული, 3. სეკრეტორული.

დღეს უკვე აქსიომაა, რომ კონგესტიურ პროსტატიტს იწვევს სექსუალური ურთიერთობების დისრიტმია (რიტმის დარღვევა).

მეტიც, თუ ჩვენ საქმე გვაქვს ინფექციურ პროსტატიტთან, სექსუალური ურთიერთობებისგან თავშეკავება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პათოლოგიური პროცესების გაღრმავებას.

2. სექსუალური ურთიერთობისგან თავშეკავება აისახება თუ არა მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე, თუ კი - როგორ?

- ქრონიკული პროსტატიტის შემთხვევაში ხშირია მამაკაცის სასქესო ჰორმონის – ტესტოსტერონის შემცირება ხისხლში, მატულობს ქალისათვის დამახასიაებელი ჰორმონები – ვითარდება ჰიპერესტროგენემია, რაც აუარესებს პროსტატაში აღდგენით პროცესებს და აღრმავებს დისტროფიულ მოვლენებს.

როგორც მოგახსენეთ, პროსტატიტის დროს ირღვევა პროსტატის ბარიერული და სეკრეტორული ფუნქციები. ბარიერული (დამცავი) ფუნქცია განპირობებულია პროსტატის წვენში (სეკრეტში) თუთიის, ლიზოციმის, უჯრედული იმუნიტეტის ფაქტორების და სხვა ნივთიერებების არსებობით. ამ ბიოაქტიურ ნივთიერებებს მკეთრად გამოხატული ანტიბაქტერიულ ეფეტი აქვთ, რაც აჩერებს ინფექციის გავრცელებას, თუნდაც სათესლე ბუშტუკებში (ვეზიკულიტი).

რაც შეეხება სეკრეტორულ ფუნქციას, პროსტატის უჯრედებში გამომუშავდება ლიმნის მჟავა, რასაც მნიშვნელოვანი როლი აქვს სპერმატოზოიდების მოძრაობაში და მათ განაყოფიერებისუნარიანობაში.

3. მართალია, რომ ხანმოკლე შუალედებით ხშირი სექსუალური კავშირები სპერმის ხარისხს აქვეითებს?

- დიახ, ეს ბუნებრივია, ვინაიდან ამ შემთხვევაში ყოველი მომდევნო სქესობრივი აქტის შედეგად მცირდება სპერმატოზოიდების რაოდენობა ეაკულატში (სათესლე სითხეში). მაგრამ თუ სპერმატოგენეზი დარღვეული არ არის, ეს სწრაფად სწორდება. მკითხველისთვის საინტერესო იქნება რამოდენიმე ფაქტი. სათესლე ჯირკვლის დანამატში მოძრაობისას სპერმატოზოიდი გადის გზას, რომლის სიგრძე გარედან ერთი შეხედვით 3 – 4 სმ, ხოლო რეალურად 3 – 4 მეტრია. ამ გზის გავლას სპერმატოზოიდი ანდომებს მაქსიმუმ 12 დღეს. თუ სათესლე ჯირკვლიდან დღის განმავლობაში დანამატის თავში გადმოედინება 137 მილიონი სპერმატოზოიდი, ახალი - მომდევნო სპერმატოზოიდებისთვის ამ გზის გავლის დრო მცირდება 2-4 დღემდე. ხოლო თუ 34 მილიონი, ეს დრო მატულობს 6 და მეტ დღემდე. შესაბამისად სპერმატოზოიდების სტაბილური რაოდენობა ეაკულატში ბევრად არის დამოკიდებული ნორმალურ სპერმატოგენეზზე. აქვე დავამატებდი კიდევ ერთ საინტერესო ფაქტს, რომ სპერმატოზოიდი მოძრაობის სრულფასოვან უნარს იძენს სათესლე დანამატში მოძრაობისას – დანამატის თავიდან კუდამდე, და უკვე სრულად მომწიფებული სპერმატოზოიდების მოგროვება ხდება დანამატის კუდში.

აქ რამოდენიმეჯერ მოგვიწია ტერმინ "სპერმატოგენეზის" ხსენება, რაც, მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს სპერმატოზოიდის განვითარების პროცესს... განაგრძეთ კითხვა

"ფეისბუქში“ შევედი, ეტყობა დამეჭირა ხელი რაღაცაზე და ეს იყო "დაქორწინდა"...ვინ აღარ მომილოცა" - ელისო ბოლქვაძე

ხარაგაულის სოფელ ლაშის სკოლაში ბოლო ზარი მხოლოდ ერთი მოსწავლისთვის დაირეკა - როგორია სკოლის ბოლო დღე, როცა კლასში მარტო ხარ

რისი უფლება არ აქვს სუმოისტს? - მებრძოლების რუტინა, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ