დონალდ ტრამპი და ცნობილი ქართველები (+ფოტო)

დონალდ ტრამპი და ცნობილი ქართველები (+ფოტო)

2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება დონალდ ტრამპმა მოიპოვა. რესპუბლიკელმა კანდიდატმა თავის საარჩევნო შტაბში შეკრებილ მხარდამჭერებსა და ამერიკის მოსახლებას უკვე მიმართა. დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლაში მხარდამჭერებს, ოჯახის წევრებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადა. მან დაადასტურა, რომ ცოტა ხნის წინ მთავარმა კონკურენტმა - ჰილარი კლინტონმა მას გამარჯვება მიულოცა.

ბევრს ალბათ ახსოვს, რომ ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც იმყოფებოდა. მაშინ ჯერ კიდევ ბიზნეს-მაგნატი და ინვესტორი ტრამპი ბათუმში "ტრამპ თაუერის" მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად ჩამოვიდა.

ნახეთ ვიდეო| ტრამპისა და სააკაშვილის ვოიაჟი ბათუმში - საარქივო კადრები კომენტარის გარეშე

2012 წლის აპრილში, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბათუმში ''ტრამპ თაუერის'' მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ღონისძიების შემდეგ სააკაშვილმა და ტრამპმა სტუმრებთან ერთად რესტორან "ყირამალაში" მოილხინეს.

ამერიკელი მილიარდერთან შესახვედრად თბილისიდან ბათუმში მომღერლები ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე და სოფო ნიჟარაძე, ასევე მოდელები: ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნანუკა გოგიჩაიშვილი წაიყვანეს. ქრისტინე იმედაძე და ნინი ბადურაშვილი ბათუმში პრეზიდენტთან ერთად გაფრინდნენ, ხოლო დანარჩენებმა ტრამპთან ერთად იმგზავრეს.

რაც შეეხება ქეთა თოფურიას და დონალდ ტრამპის ერთობლივ ფოტოს, ის მოსკოვში, ბიზნესმენ არას აგალაროვის დაბადების დღეზე, 2013 წელსაა გადაღებული.

Donald Trump captured together with Georgian celebrities

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს