ტრამპის მანქანები - შეაფასეთ ამერიკის პრეზიდენტის ავტოგემოვნება

ტრამპის მანქანები - შეაფასეთ ამერიკის პრეზიდენტის ავტოგემოვნება

დოლანდ ტრამპი ბარაკ ობამასგან, რა თქმა უნდა, აშშ-ის პრეზიდენტისთვის განკუთვნილ ავტომობილსაც გადაიბარებს - ეს გახლავთ The Beast-ად წოდებული, შეჯავშნული და მნიშვნელოვნად გადაკეთებული Cadillac DTS.

თუმცა, ამ სტატიაში autobild.ge დონალდ ტრამპის ავტოგემოვნებაზე გაამახვილებს ყურადღებას. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამერიკის 45-ე პრეზიდენტი სერიოზული ავტომოყვარულია და მის პირად ავტოფარეხში არაერთი განსაკუთრებული, სპორტული და მდიდრული ავტომობილი დგას.

მოგეხსენებათ, ტრამპი 70 წლისაა, ფული კი არასდროს აკლდა და სხვადასხვა დროს არაერთი განსაკუთრებული ავტომობილი შეიძინა.

► მაგალითად, 2003 წელს გამოშვებული Mercedes SLR McLaren, რომელიც ტრამპს განსაკუთრებით უყვარს.

► გარდა ამისა, მილიარდერ ტრამპს ჰყავს Rolls-Royce Phantom და დაუდასტურებელი ინფორმაციით, დონალდი სწორედ ”როლს-როისის” ფანია.

► მის ფარეხში დგას 1956 წელს გამოშვებული Silver Cloud.

► Mr. President-ს ძალიან მოსწონს გერმანული ავტომობილებიც - მის ფარეხში იპოვნით ისეთ გრანდიოზულ მოდელს, როგორიცაა Mercedes-Maybach S600.

► ...და, რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი გიჟდება ამერიკულ ავტომობილებზე! მის განკარგულებაშია Cadillac Escalade და გავრცელებული ცნობებით, ამერიკული ავტომობილებიდან მას ყველაზე მეტად სწორედ ეს მოდელი უყვარს განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს