6 სიმპტომი, რომელიც მიუთითებს, რომ გულის პრობლემები გაქვთ

6 სიმპტომი, რომელიც მიუთითებს, რომ გულის პრობლემები გაქვთ

კარდიოლოგი ჯონ ერვინი, რომელიც ტეხასის ჯანმრთელობის სამეცნიერო ცენტრში მუშაობს, იმ 6 სიმპტომზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ თქვენს გულს პრობლემები აქვს და აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს:

სექსუალური დისფუნქცია

ბევრს ჰგონია, რომ სექსუალური დისფუნქცია რეპროდუქციული ორგანოებით არის განპირობებული. მაგრამ, განსაკუთრებით მამაკაცებში, ეს არტერიული დაავადების ნიშანია. არტერიული პრობლემების დროს რთულია ერექციის მიღწევა და მით უმეტეს, შენარჩუნება. ქალებში ლიბიდოს დაქვეითება მენოპაუზის დადგომის სიგნალია.

ხვრინვა ან ძილის დროს სუნთქვის უკმარისობა

ექიმების განცხადებით, ხვრინვა შესაძლოა, გულის დაავადების ერთ-ერთი ნიშანი იყოს. ძილის დროს სუნთქვის უკმარისობა ფსიქოლოგიური ცვლილებებით არის გამოწვეული, რომელიც გულის შეტევის რისკს ზრდის.

პირის ღრუს გამოშრობა, სისხლდენა და ღრძილების დასიება

გასიებული ღრძილები პაროდონტიტის მანიშნებელია. ეს სერიოზული დაავადებაა, რომელიც ღრძილებს აზიანებს და შეუძლია ყბა გაანადგუროს. ამასთან, პაროდონტიტმა შეიძლება ათეროსკლეროზული გულის დაავადება და გულის შეტევა გამოიწვიოს.

მხრის ან კისრის შეკუმშვა ან ტკივილი

ბევრი ამბობს, რომ გულის შეტევისას გრძნობენ "სპილოს დაბიჯებას მკერდზე", ზოგი კი "მკლავში მოჭერის შეგრძნებას". ესაა კლასიკური მანიშნებლები გულის შეტევის წინ. ხშირად გულის შეტევის წინ კისრის, ყბის და მხრის არეში ტკივილს, შეკუმშვას ან ზეწოლას გრძნობენ.

დასიებული ფეხები

ფეხები მრავალი მიზეზით შეიძლება დაგისივდეთ, სიცხითაც კი. თუმცა, შესაძლოა, ეს გულის უკმარისობის ბრალი იყოს. 

საჭმლის მომნელებელი სისტემის აშლილობა და გულძმარვა

ეს სიმპტომები ბევრს ახასიათებს და იშვიათად ითვლება სერიოზული შეშფოთების მიზეზად. თუმცა, ზოგ შემთხვევაში წვისა და ტკივილის შეგრძნება მუცლის ღრუს ზედა ნაწილში შესაძლოა, გულის შეტევის ნიშანი იყოს. ამასთან, კუჭნაწლავის გამუდმებული აშლილობა, შესაძლოა გულის შეტევის წინა სიმპტომი გახდეს. თუ ეს სიმპტომები გულის რევის შეგრძნებასთან, ოფლიანობასა და სუნთქვის უკმარისობასთან არის გაერთიანებული, აუცილებელია ექიმს მიმართოთ მიზეზის დასადგენად.

მომზადებულია dailymail.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს