ე.წ. კანონიერი ქურდი - მოწმედ ვიწვევ გივი თარგამაძეს, თუკი შერჩენია ოდნავი გამბედაობა, ველოდები სასამართლოში

ე.წ. კანონიერი ქურდი - მოწმედ ვიწვევ გივი თარგამაძეს, თუკი შერჩენია ოდნავი გამბედაობა, ველოდები სასამართლოში

მე დავით ჩაჩიბაია, რომელიც ვარ პატიმარი და ბრალდებული სასამართლოში, მოწმედ ვიწვევ გივი თარგამაძეს, - ამის შესახებ ე.წ. კანონიერი ქურდობისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას მიმართვაშია ნათქვამი. როგორც ჩაჩიბაია აღნიშნავს, მისი დაკავება მოხდა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის განცხადების საფუძველზე, თუმცა ის ამჟამად თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას და თუნდაც მის კითხვებზე პასუხის გაცემას.

დავით გერლიანი-ჩაჩიბაია მოუწოდებს გივი თარგამაძეს, მოიხადოს მოქალაქეობრივი ვალი, მივიდეს სასამართლოში და სასამართლოში მისცეს ჩვენება.

"ჩემი საქართველოში ჩამოსვლა მოხდა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. უკრაინის მოქალაქე ვარ დღესაც, თუმცა სააკაშვილის ხალხს ხელი არ შეშლიათ განეხორციელებინათ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, უკრაინის სახელმწიფოს გამოყენებით, მოვეპარე და იძულებით გამოვეშვი საქართველოში, რასაც მოჰყვა წინასაარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი შემსრულებლის, კერძოდ, გივი თარგამაძის განცხადებები, როგორც მათ მიერ დაქირავებული "რუსთავი 2-ის" ტელევიზიის საშუალებით, ასევე ამჟამად ძალიან მოდური ინტერნეტსივრცით, სადაც გივი თარგამაზე "იუწყებოდა" თუ როგორ ჩამოდიან საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდები და საქართველოს უშიშროების სამსახურს თუ როგორ სძინავს.

გივი თარგამაძის ჩვენების საფუძელზე მოხდა ჩემი დაკავება. თითქოსდა საშიში დამნაშავე ვიყავი. ამჟამად საქმე იხილება სასამართლოში, სადაც მთავარი მოწმე გივი თარგამაძე არც აპირებს შეასრულოს თავისი მოქალაქეობრივი ვალი, ტელევიზიას და ინტერნეტს თავი დაანებოს, მოვიდეს და სასამართლოში მისცეს ჩვენება. ძალიან ბევრი კითხვები მაქვს მასთან, თუმცა იგი ყველა ღონეს იხმარს, რომ სასამართლოში არ დაიკითხოს და შეეცდება თავი აარიდოს ჩემს კითხვებს. უბრალოდ მან თავისი საქმე შეასრულა წინასაარჩევნოდ - სურდა რა ჩირქი მოსცხებოდა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას და ამ მიზნის განხოციელებაში ის კი დაავიწყდა, რომ თავად არის პასუხისგებაში მისაცემი, რადგან მან დამალა მძიმე დანაშაულში მხილებული პირი (ჩემს თავს ვგულისხმობ). მან ფატქიურად დაარღვია კანონი. მე დავით ჩაჩიბაია, რომელიც ვარ პატიმარი და ბრალდებული სასამართლოში მოწმედ ვიწვევ გივი თარგამაძეს. დაე პასუხი აგოს იმ შეთქმულებაზე, რომლიც ერთად დაგეგმეს "ნაციონალებმა" და უკრაინაში მოქმედმა" ნაციონალებმა", რომელთა პოლიტიკურ თამაშსაც ვემსხვერპლე მე. აქვე მინდა ავღნიშნო და გამოხვატო წუხილი მოქმედი მთავრობის და სამართალდამცავი ორგანოების მისამართით, თუ რატომ წამოეგნენ "ნაციონალების" დადგმულ პროვოკაციას ისე, რომ არ გადაუმოწმებიათ იყო თუ არა ჩემი დაკავება ის უკიდურესობა და აუცილებლობა, რომელიც დღესდღეობით გვაქვს", - ნათქვამია დავით ჩაჩიბაია-გერლიანის წერილში, რომელსაც მისი ადვოკატი ავრცელებს.

როგორც ბრალდებული აღნიშნავს, თუკი საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა, მაშინ არ უნდა ხდებოდეს ადამიანის დაკავება მაშინ, როცა არ არსებობს მტკიცებულებები.

"ფაქტიურად "ნაცების" დაკრულზე ცეკვავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა, რაც ძალიან მიუღებელია. მე დავით ჩაჩიბაიას არც დასაჭერად მქონდა საქმე და არც საქართველოდან გასაქცევად, რადგან მიმაჩნია, რომ საქართველო არის მართლაც დემოკრატიული ქვეყანა და შესაბამისად, არ უნდა ხდებოდეს ადამიანის დაკავება მაშინ, როცა არ არსებობს მტკიცებულებები. გივი თარგამაძემ გამოწვევა უნდა მიიღოს თუკი შერჩენია ოდნავი გამბედაობა. ველოდები სასამართლოში", - ნათქვამია ე.წ. კანონიერი ქურდობისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დაკავებული დავით გერლიანი-ჩაჩიბაიას მიმართვაში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს