მოსკოვის ყველაზე სასურველი სასიძო ქართველი ე.წ კანონიერი ქურდის ქალიშვილზეა შეყვარებული

მოსკოვის ყველაზე სასურველი სასიძო ქართველი ე.წ კანონიერი ქურდის ქალიშვილზეა შეყვარებული

რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, ოლიმპიური ჩემპიონის მიხეილ მამიაშვილის ოჯახი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია მოსკოვში. მიხეილის ქალიშვილი ტატა, კიდევ ერთი ცნობილი ოჯახის - მსახიობ ფიოდორ ბონდარჩუკის რძალია და მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე მოდურ გოგონად ითვლება.

მიხეილ მამიაშვილის 21 წლის ძმისშვილი კი მოსკოვში ერთ-ერთ სასურველ სასიძოდაა მიჩნეული. ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის 21 წლის სტუდენტი იური მამიაშვილი ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის, ვალერი სილაგაძის (ვალერა სოხუმსკი) ულამაზეს ქალიშვილზე, დიანაზეა შეყვარებული. ე.წ კანონიერი ქურდი სილაგაძე 2016 წლის ზაფხულში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მას დიანას გარდა კიდევ ერთი ქალიშვილი ჰყავს.

წყვილმა ერთმანეთი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიცნეს, სადაც ეკონომიკურ ფაკულტეტზე სწავლობენ. როგორც life.ru იუწყება, მამიაშვილი გოგონაზე დიდი ხანია შეყვარებულია, თუმცა დიანა სილაგაძემ მას ცოტა ხნის წინ უპასუხა სიყვარულითვე და ისინი სულ რამდენიმე თვეა შეყვარებულები არიან.

წყვილის საყვარელი ადგილები მოსკოვში ქართული რესტორანი "მარანი" და კლუბი Gipsy-ია.

თუმცა, ისინი ურთიერთობის აფიშირებას ჯერ არ ჩქარობენ და არც ოჯახის წევრებისთვის წარუდგენიათ ერთმანეთი.

მომზადებულია life.ru-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს