წაბლის ყველა ნაწილი - ფოთოლი, ყვავილი, ქერქი, ტოტები, ნაყოფი სასარგებლოა

წაბლის ყველა ნაწილი - ფოთოლი, ყვავილი, ქერქი, ტოტები, ნაყოფი სასარგებლოა

წაბლი კვებითი და სამკურნალო თვალსაზრისით მეტად სასარგებლო პროდუქტია. ის საფრანგეთში განსაკუთრებული ნუგბარია , ქვეყნის სიმბოლოსა და ნაციონალურ პროდუქტს წარმოადგენს. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ საფრანგეთში წაბლს ყოველწლიურად საგანგებო ნაციონალურ დღესასწაულს უძღვნიან. წაბლი საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქტია, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ის არ იზრდება, მაგრამ როგორც ძვირფასი იმპორტირებული ნაყოფი სუპერმარკეტებში ყოველთვის გამოფენილია სეზონურად.

წაბლი სუბტროპიკული (თბილი და ტენიანი) კლიმატის პირობებში გავრცელებული მცენარეა. გვხვდება როგორც ევროპასა და აზიაში, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში.

უნიკალური კლიმატური პირობების წყალობით საქართველოშიც ფართოდ არის გავრცელებული. ყველასათვის კარგად ცნობილი ფრთიანი გამონათქვამი _ "მოხარშული წაბლი არ გნებავს" - იმის დამადასტურებელია, რომ ჩვენში წაბლის გემო კარგად იციან, როგორც საუკეთესო ნუგბარს ოდითგანვე იცნობენ და აფასებენ!

წაბლს ღუმელში ბრაწავენ, ხარშავენ ან უმად მიირთმევენ. ევროპაში ფართოდ იყენებენ ტორტების, ნამცხვრების, ნაყინის, კანფეტებისა და სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის წარმოებაში. მშრალ ნაყოფს ფქვავენ და ხორბლის ფქვილს უმატებენ. ზოგიერთ ქვეყანაში წაბლი მეორე პურად არის აღიარებული. გამოიყენება ყავის შემცვლელად, საშობაო კერძების მოსამზადებლად.

წაბლი მართლაც რომ უნიკალური მცენარეა. მისი ყველა ნაწილი _ ფოთოლი, ყვავილი, ქერქი (მერქანი), ტოტები, ნაყოფი მდიდარია სასარგებლო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი ნაყენი და ნახარში, ასევე სპირტიანი ნაყენი.

ნიგვზის, ნუშისა და მიწის თხილისაგან (არაქისი) განსხვავებით წაბლის ნაყოფი ბევრად ნაკლებცხიმიანია (2 %-მდე). სამაგიეროდ გაჯერებულია სახამებლით (60 %), შაქრებით (15 %), ცილებით (6 %), მინერალური ნივთიერებებით, უჯრედისით, A, C და B ჯგუფის ვიტამინებით. უმი წაბლის დიდი რაოდენობით ჭამა არ არის რეკომენდებული სათრიმლავი ნივთიერებების უხვად შემცველობის გამო... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს