იაპონელებმა გზა, რომელზეც გიგანტური ხვრელი გაჩნდა, ორ დღეში აღადგინეს

იაპონელებმა გზა, რომელზეც გიგანტური ხვრელი გაჩნდა, ორ დღეში აღადგინეს

იაპონიის ქალაქ ფუკუოკაში სამშენებლო სამუშაოებისას გზა მოულოდნელად ჩაიქცა, რაც შენობებს და გამვლელებს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. ოლიმპიური აუზის ზომის ხვრელი მაშინ გაჩნდა, როდესაც მუშებს მიწისქვეშა ქსელები გაჰყავდათ. მშენებლებმა იაპონურ სტილში, დაუყოვნებლად მოუხადეს ბოდიში მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის და სწრაფად დაიწყეს პრობლემის გამოსწორება.

ორი დღის შემდეგ გზა სრულიად ახლებურად გამოიყურება და ნიშანწყალიც არ ეტყობა, რომ აქ მანამდე რამე იყო დაზიანებული. ფუკუოკას მერმა სოიჩირო ტაკაშიმამ მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ეს გზა წინაზე გაცილებით გამძლე იქნება. ასევე დასძინა, რომ ექსპერტები არკვევენ, რამ გამოიწვია ღრმულის გაჩენა.

იხილეთ ვიდეო

ეს კიდევ ერთი ნიმუშია იაპონური სისხარტის და მოქნილობის, როდესაც ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარებას ეხება საქმე.

მომზადებულია telegraph.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს