"გუგლი" თქვენს ყველა საუბარს ჩუმად იწერს - აი, როგორ უნდა მოუსმინოთ და წაშალოთ ისინი

"გუგლი" თქვენს ყველა საუბარს ჩუმად იწერს - აი, როგორ უნდა მოუსმინოთ და წაშალოთ ისინი

Google-მა შესაძლოა, თქვენი ყველა საუბარი ჩაიწეროს. წლების მანძილზე კომპანია ჩუმად იწერს ყველაფერს, რაც მათი პროდუქციის სიახლოვეს გითქვამთ.

ხმის ჩაწერა ხდება იმ სისტემით, რომელსაც ხმოვანი ძიება ქვია და თითქოს საუბრების ჩაწერა "გუგლს" ეხმარება გააუმჯობესოს საკუთარი სერვისები. თუმცა, თქვენ მარტივად შეგიძლიათ მოისმინოთ და წაშალოთ საკუთარი საუბრის ჩანაწერები. უნდა შეხვიდეთ გუგლის ისტორიაში და მოძებნოთ გრძელი ჩანაწერების სია. კომპანიას სპეციფიკური აუდიოგვერდი აქვს, რომლის აქტივაციაც გიჩვენებთ ყველაფერს, რაც "გუგლმა" თქვენი ინტერნეტში ნავიგაციისას ჩაიწერა.

პორტალი შეიქმნა 2015 წელს და მას შემდეგ აქტიურია, რაც ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, ის ინახავს ყველაფერს, რაც პირად საუბრებში გითქვამთ. თუ ანდროიდი გაქვთ, ყოველ ჯერზე, როცა "გუგლის" ხმოვან სისტემას რაიმეს ეტყვით, ის აქტიურდება და შემდეგ ყველა საუბარს ავტომატურად იწერს.

თქვენ შეგიძლიათ ყველა ჩანაწერი სურვილისამებრ წაშალოთ. ამის გაკეთება შეგიძლიათ ან სპეციფიური ჩანაწერების, ან სრული მეხსიერების წაშლით. იმისთვის, რომ ყველაფერი წაშალოთ, დააჭირეთ ღილაკს ”მეტი”, აირჩიეთ წაშლა და შემდეგ დააწექით ღილაკს Advanced.

მარტივი გზა, რომ "გუგლმა" არაფერი ჩაიწეროს თქვენი საუბრიდან, არის ხმოვანი ძიების გამოუყენებლობა.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით

ტრაგედია პაკისტანში - მატარებელში  გაზქურის აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს 46 ადამიანი ემსხვერპლა

მეცნიერების უნიკალური დასკვნა მუსიკის დადებით გავლენაზე - "კლასიკის მოსმენა ჯანმრთელობას და მეხსიერებას აუმჯობესებს"

"შეფ მარკეტერის" ფინალი, კონკურსანტების მიერ მომზადებული ხინკალი და უამრავი საჩუქარი