არ გადაყაროთ შვილის სარძევე კბილები, ამით შეიძლება ის დაავადებებისგან იხსნათ!

არ გადაყაროთ შვილის სარძევე კბილები, ამით შეიძლება ის დაავადებებისგან იხსნათ!

ნაციონალური სტომატოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელი, ექიმი სუნტაო ში ამბობს, რომ ბავშვის კბილები შეიცავს ღეროვან უჯრედებს, რომლებიც სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

დიდი ხანია სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტები შეისწავლიან ღეროვანი უჯრედების გავლენას გულზე, თავის ტვინზე და სხვა ორგანოებზე. ექიმ შის გუნდმა აღმოაჩინა, რომ ზრდასრული ადამიანის კბილები პირველი ტიპის ღეროვან უჯრედებს შეიცავს, ხოლო ბავშვის კბილები (7-8 წლის ასაკში) შედგება განსხვავებული ღეროვანი უჯრედებისგან.

როგორც ირკვევა, სარძევე კბილებმა შეიძლება თქვენი შვილის სიცოცხლე გადაარჩინოს. ღეროვანი უჯრედები მდებარეობს კბილის შიგნით, შემდეგ ისინი გარდაიქმნება ნეირონებად და ძვლებად. ეს პროცესი შეიძლება ეფექტური იყოს პირველი ჯგუფის დიაბეტისთვის, რადგან ღეროვან უჯრედებს შეუძლიათ გადაიქცნენ ინსულინის მწარმოებელ უჯრედებად.

იმისთვის, რომ შევინახოთ ღეროვანი უჯრედები, საჭიროა შემდეგი: გაყინეთ ბავშვის კბილები 48 საათის მანძილზე. ასე თქვენ კბილის აუცილებელ უჯრედებს შეინარჩუნებთ. არსებობს სპეციალური ლაბორატორიები, სადაც ინახავენ ბავშვის კბილებს, ამიტომაა რეკომენდირებული ამ კბილების სტომატოლოგთან ამოღება. მაგალითად დიდ ბრიტანეთში მსგავსი მომსახურეობა ჯდება 1385 ფუნტი (შენახვა ხდება 30 წლის განმავლობაში).

მომზადებულია pure-t.ru-ს მიხედვით

რა ხდება ადამიანის ორგანიზმში, როცა ხორცის ჭამას წყვეტს

2020 წლის გაზაფხულის კოლექცია - ბალიშების კაბები და ტრენდი, რომელიც კარანტინმა დაამკვიდრა

რას მოგიტანთ "დაუმორჩილებელი" ახალმთვარეობა - როგორ შეიცვლება ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრება 23 აპრილის შემდეგ