"ფეისბუქმა" შესაძლოა,15$ გამოგიგზავნოთ

"ფეისბუქმა" შესაძლოა,15$ გამოგიგზავნოთ

სოციალური ქსელი "ფეისბუქი" მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.

2011 წლის აპრილში, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში კოლექტიური სარჩელი შევიდა, რომლის ავტორებიც ამტკიცებდნენ, რომ "ფეისბუქმა" მომხმარებლების სახელები და სურათები რეკლამისთვის, მათი ნებართვის გარეშე გამოიყენა. ხუთი მოსარჩელის განცხადებით, "ფეისბუქმა" მათ მიერ მოწონებული კომპანიების გვერდებისა და კონტენტის საფუძველზე, უკანონოდ მოამზადა სარეკლამო მასალები.

ორწლიანი სასამართლო დავისა და აპელაციების შემდეგ, აგვისტოში, კალიფორნიის სასამართლომ Facebook-ს 20 მილიონი დოლარის გადახდა დაავალა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველას, ვინც უკანონო სარეკლამო მასალაში მოხვდა, შეუძლია 15 აშშ დოლარი მიიღოს, თუკი მან ეს ქმედება 2013 წლის 2 მაისამდე გაასაჩივრა.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს