რატომ ცდილობენ კაცები, რომანი გააბან გათხოვილ ქალებთან?

რატომ ცდილობენ კაცები, რომანი გააბან გათხოვილ ქალებთან?

არსებობს კაცების ყველაზე ეგოისტი, ძუნწი და ზარმაცი კატეგორია, რომელსაც სტაბილური ურთიერთობისთვის ზედმეტად თავის გაცხელებაც კი ეზარება.

დარწმუნებული ვარ, თქვენც მოსმენილი გექნებათ მათი წუწუნი იმის თაობაზე, თუ რამდენი "ჩალიჩი" უწევთ ქართველი ქალების "შესაბმელად". ალბათ, აქედან მოდის მითი სლავი ქალების გასაოცარი უპირატესობის შესახებ, რომელიც ძირითადად 37-მანეთიან ბილეთსა და უფრო ხელმისაწვდომ სექსს ეფუძნება. ასევე არსებობს კატეგორია დაოჯახებული მამაკაცებისა, რომლებსაც ვერც მექალთანეს უწოდებ და ვერც მეოჯახეს - რაღაც შუაში, დროდადრო ოჯახური ვალდებულებებისგან დასვენებისა და ადვილად ხელმისაწვდომი გართობის მოყვარული. მათ შორის დიდი განსხვავება არ არის და შეგვიძლია ერთ გუნდში გავაერთიანოთ.

ასეთი კაცები, როგორც წესი, ეძებენ პარტნიორს სადმე შორიახლოს, ყველაზე ნაკლები დანახარჯებითა და პრეტენზიებით. ასეთი კი, დამეთანხმებით, გათხოვილი ქალია.

ქალი, რომელიც ოჯახურმა ერთფეროვნებამ და ყოფითმა პრობლემებმა დაღალა, მისი ქალური ყოფა ისეთი უღიმღამო გახდა, აღარც კი ახსოვს, ბოლოს როდის იყო რომანტიკულ ვახშამზე. პაემანი ხომ გამორიცხულია! საერთოდ, ცოლებს პაემანზე ეპატიჟებიან?! ჰოდა, ზის ასეთი ქალი სამსახურში ან სახლში მუდმივი საზრუნავითა და პრობლემებით დამძიმებული, აკეთებს მონოტონურ საქმეს, უყურებს სერიალებს, თავს წარმოიდგენს ლამაზ და განებივრებულ პრინცესად, რომელსაც საყვარელი მამაკაცი დაბადების დღეზე პარიზში გასამგზავრებელ ბილეთებს ჩუქნის... და ბრახ! ამ დროს მის გვერდით ჩნდება ჩვენთვის კარგად ნაცნობი კაცი, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში "მსხვერპლს" კარგად აკვირდებოდა და სწავლობდა. მას არ გამოჰპარვია ქალის გადაღლილი და ცარიელი მზერა, ქმართან საქმიანი და ვნებისგან დაცლილი საუბარი... პრობლემებისგან თუნდაც დროებით გარიდების სურვილი...

იგი ჯერ უმეგობრდება ქალს! ცდილობს, გულითად საუბრებში გამოსტყუოს ოჯახთან დაკავშირებული საჭირო წვრილმანები და დეტალები: ნელ-ნელა იგებს, როგორია მისი ქმარი, რამდენად მკაცრი, მომთხოვნი, აგრესიული, თუ პირიქით, "ბუნჩულა" ან ინდიფერენტული და საკუთარი ცხოვრებით მცხოვრები. არკვევს ქალის ფსიქოტიპს, მის სურვილებს, ოცნებებს, გატაცებებს. ამის მიხედვით სახავს სამოქმედო გეგმას და თანდათან გადადის შეტევაზე... განაგრძეთ კითხვა

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ