ის, რაც არასოდეს არ უნდა უთხრათ თქვენი სამსახურის უფროსს

ის, რაც არასოდეს არ უნდა უთხრათ თქვენი სამსახურის უფროსს

წარმოგიდგენთ იმ ფრაზების მცირე ჩამონათვალს, რომელიც არასოდეს უნდა უთხრათ სამსახურში საკუთარ უფროსს.

”ასე თუ არ იქნება, სამსახურიდან წავალ”.

მუქარა უფროსს ყოველთვის ცუდ შთაბეჭდილებას უქმნის. როდესაც თანამშრომელი ულტიმატუმს აყენებს, ეს იმის ნიშანია, რომ ისინი ადრე თუ გვიან, ისედაც დატოვებენ სამსახურს. ჯობს მოლაპარაკება პატივისცემის ფარგლებში გამართოთ.

”მართლა გგონია, რომ ეს უნდა გააკეთო?"

არ ეცადოთ ასწავლოთ უფროსს ისეთი რამის კეთება, რაც მათ სამსახურის პირველივე დღეს ისწავლეს. ეს მათ გააღიზიანებთ და პასუხი ყოველთვის უარყოფითი იქნება.

”არ ვიცი...”

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებს პრობლემების გადაჭრის უნარები ჰქონდეთ და ზოგჯერ ეს გულისხმობს უფროსისთვის გამოსავლის მოძიებას. თუ კონკრეტული პასუხი არ გაქვთ საკითხთან დაკავშირებით, ეცადეთ რაც შეიძლება მეტი იდეა გამონახოთ. ასეთი მიდგომით უფროსობას დაანახებთ, რომ კრიტიკულ სიტუაციაში ადეკვატური რეაგირება შეგიძლიათ და თქვენი კადრი კომპანიისთვის მომგებიანია.

”პრობლემა გვაქვს”.

უფროსს პრობლემების შესახებ არ უნდა აცნობოთ, არამედ მისი გადაჭრის გზები შეატყობინოთ.

”სრულებით გეთანხმებით”.

როდესაც უფროსს საკუთარ აზრზე თანხმობა წინადადების დასრულებისთანავე ესმის, ეს მას აფიქრებინებს, რომ პირფერობთ. საჭიროა კარგად გაანალიზოთ მისი ნათქვამი, კრიტიკული თვალით შეხედოთ და თქვენი ხედვა გაუზიაროთ.

”ამის გაკეთება შეუძლებელია”.

არა მხოლოდ უფროსთან, ზოგადად ამოშალეთ ეს წინადადება თქვენი ლექსიკიდან. ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია, სჭიროა მხოლოდ სწორი მიდგომა, კრიტიკული აზროვნება და ექსპერიმენტები.

მომზადებულია msn.com-ს მიხედვით.

შემოქმედის ეპარქიის მონაზვნები ქართული ნაგაზის ლეკვებით - ფოტოები მონასტრული ცხოვრებიდან

"ლეგენდარული, მარადიული ქალბატონები" - როგორ გამოიყურებიან 92 წლის ლანა ღოღობერიძე და 84 წლის ნანი ბრეგვაძე

დღის ფოტო: კუმისის ტბაზე მარტოხელა ფლამინგო შენიშნეს...