შრიფტი
13:22 / 01-12-2016
50 წლის ადამიანებს ჰკითხეს, რას გააკეთებდნენ 20 წლით უკან რომ დაბრუნებულიყვნენ - წაიკითხეთ ეს ფასდაუდებელი რჩევები!
50 წლის ადამიანებს ჰკითხეს, რას გააკეთებდნენ 20 წლით უკან რომ დაბრუნებულიყვნენ... წარმოგიდგენთ მათ პასუხებს, რომლებიც ფასდაუდებელ რჩევებად შეგიძლიათ მიიღოთ. თუ ახლა 30 წლის ხართ, ეს რჩევენი სწორედ თქვენთვისაა:

1. დაანებეთ თავი მოწევას. იგი მომავალში აუცილებლად გამოიწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს. 

2. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი. თუ არ გინდათ ხშირი ნაოჭები, მშრალი და თხელი კანი, მაშინ პლაჟზე აუცილებლად წაისვით იგი.

3. დაიწყეთ ფულის შეგროვება. დროთა განმავლობაში გადანახული ფულით შეძლებთ ბევრი მნიშვნელოვანი რამ გააკეთოთ.

4. გქონდეთ კარგი ურთიერთობა ნათესავებთან. დაათბეთ ახლობლებთან ურთიერთობები. როდესაც მიხვდებით,
რომ სწორედ ამაშია მთავარი ადამიანური სიმდიდრე, შესაძლოა უკვე გვიანი იყოს.

5. აგროვეთ მოგონებები და არა ნივთები. ძალიან დაგასევდიანებთ, თუ 50 წლისა გაიღვიძებთ და მატერიალური კეთილდღეობის მეტი არაფერი გექნებათ მოპოვებული. მოგონებები ყველაზე ფასეული რამაა ცხოვრებაში.

6. ისწავლეთ გაცემა. აკეთეთ სიკეთე. გააბედნიერეთ სხვები. მაგრამ გააკეთეთ ეს მთელი გულით. ნუ დაელოდებით საზღაურს. ასე თქვენი გული სიყვარულით აივსება.

7. დაკავდით სპორტით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აკონტროლეთ წონა. ივარჯიშეთ, ეს მომავალში ყველაზე მნიშვნელოვან შედეგებს მოგიტანთ.

8. ისწავლეთ იმით იყოთ ბედნიერი, რაც გაქვთ. ბედნიერებას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წარმატებას. წუწუნის ნაცვლად ეცადეთ დატკბეთ ცხოვრებით.

9. ნუ გადადებთ საქმეებს სამომავლოდ. გინდათ სახლის ყიდვა? წიგნის წაკითხვა? უმაღლესი განათლების მიღება? კარიერის შეცვლა? მაშინ დაიწყეთ ამაზე ზრუნვა დღესვე! დრო ძალიან სწრაფად გარბის!

10. დაიცავით დღის რეჟიმი. გამოიძინეთ, არ გაათენოთ ღამები და იზრუნეთ როგორც სხეულის, ისე სულის დასვენებაზე.

მომზადებულია za-uspehom.ru-ს მიხედვით
11:27 / 04-10-2017
ani
0
შანელმა თქვა მოკლედ: 20 წლისას ბუნება გჩუქნით იმ გარეგნობას რაც გაქვთ, 50 წლისას კი ის გარეგნობა გაქვთ რაც დაიმსახურეთ. ეს რა თქმა უნდა მარტო გარეგნობას არ ეხება. ხშირად, 50 წლისები ხვდებიან რომ ცხოვრების ბოლო 30 წელი უაზროდ გაფლანგეს. ალბათ, მთავარია შემეცნება, სიყვარული, ხელგაშლილობა, ხოლო უმთავრესი ოჯახი, რამდენიმე ახლო მეგობარი და საყვარელი საქმე. რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ დაიწყეთ ენების სწავლა, ეს ხელს უშლის ტვინის დაბერებას. ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ, 30 წლის შემდეგ გადმოგეხედოთ და გეთქვათ: "ღმერთო, რამდენი რამ მოვასწარი!" ;)
10:14 / 04-10-2017
ზსს
0
მოუსმინეთ ჯაზს დილაობით საუზმესთან ერთად, საუზმეზე მიიღეთ უშაქრო ცხელი ჩაი მსხლის მურაბასთან ერთად და იყავით ბედნიერად და მყუდროდ. ხანდახან შეუნაცვლეთ კაკაოც ასწორებს.
მსგავსი სიახლეები

არსებობს ნაკლებად სტრესული გზებიც, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ბევრად გაამარტივებს

გვერდით მინიმუმ 5 საუკეთესო ახლობელ-მეგობარი უნდა გყავდეთ
+VIDEO| ევროპული მეორადი ავტომანქანების მთავარი პრობლემა ჟანგი და მაღალი გარბენია
სპეცპროექტი| წლების შემდეგ, გოგონამ საკუთარი ოცნების ასრულება დაიწყო - საქართველოს 75% უკვე მოინახულა
"ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, რამდენჯერმე წაიკითხონ საგამოცდო ბარათი დაკვირვებით"
"ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, რამდენჯერმე წაიკითხონ საგამოცდო ბარათი დაკვირვებით"
თუ ფრენა კვირის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, ბილეთის ყიდვა ან პარასკევს საღამოს, ან შაბათს ღირს
ხველა, როგორც სამედიცინო სიმპტომი, მნიშვნელოვანი დაცვითი რეფლექსია
მოახერხეს საექსპერიმენტო თაგვების სიცოცხლე 65%-ით გაეხანგრძლივებინათ
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:35 / 17-11-2017  Image რა კომენტარს აკეთებს გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული საპატიმროს დატოვების შემდეგ
"გასაგებია, რომ გურამ შარაძის ოჯახი მე არ მთვლის დამნაშავედ, ოჯახთან მერე ვილაპარაკებ"
17:32 / 17-11-2017  Image განო მელითაურმა ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა გახსნა
"კოტე იქნებოდა ძალიან ბედნიერი, მას სჯეროდა, რომ ჩემი გატაცება შემოსავლიან საქმიანობად იქცეოდა"
10:08 / 17-11-2017  Image "პროქტერ ენდ გემბლის“ სახე საქართველოში - თიკა ფაცაცია
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიას საქართველოში თავისი სახე ჰყავს
20:22 / 17-11-2017  Image "აუტანელი სიცივის მიუხედავად, ასობით კონცერტს ვმართავდით" - რა წერილებს ინახავს თემურ წიკლაური
"ახლა კომპიუტერით უხსნიან ერთმანეთს სიყვარულს და მგონი, ოჯახებსაც კი ქმნიან. ამას გულისტკივილით ვამბობ"
20:08 / 17-11-2017  Image ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49