შრიფტი
13:22 / 01-12-2016
50 წლის ადამიანებს ჰკითხეს, რას გააკეთებდნენ 20 წლით უკან რომ დაბრუნებულიყვნენ - წაიკითხეთ ეს ფასდაუდებელი რჩევები!
50 წლის ადამიანებს ჰკითხეს, რას გააკეთებდნენ 20 წლით უკან რომ დაბრუნებულიყვნენ... წარმოგიდგენთ მათ პასუხებს, რომლებიც ფასდაუდებელ რჩევებად შეგიძლიათ მიიღოთ. თუ ახლა 30 წლის ხართ, ეს რჩევენი სწორედ თქვენთვისაა:

1. დაანებეთ თავი მოწევას. იგი მომავალში აუცილებლად გამოიწვევს ჯანმრთელობის პრობლემებს. 

2. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი. თუ არ გინდათ ხშირი ნაოჭები, მშრალი და თხელი კანი, მაშინ პლაჟზე აუცილებლად წაისვით იგი.

3. დაიწყეთ ფულის შეგროვება. დროთა განმავლობაში გადანახული ფულით შეძლებთ ბევრი მნიშვნელოვანი რამ გააკეთოთ.

4. გქონდეთ კარგი ურთიერთობა ნათესავებთან. დაათბეთ ახლობლებთან ურთიერთობები. როდესაც მიხვდებით, რომ სწორედ ამაშია მთავარი ადამიანური სიმდიდრე, შესაძლოა უკვე გვიანი იყოს.

5. აგროვეთ მოგონებები და არა ნივთები. ძალიან დაგასევდიანებთ, თუ 50 წლისა გაიღვიძებთ და მატერიალური კეთილდღეობის მეტი არაფერი გექნებათ მოპოვებული. მოგონებები ყველაზე ფასეული რამაა ცხოვრებაში.

6. ისწავლეთ გაცემა. აკეთეთ სიკეთე. გააბედნიერეთ სხვები. მაგრამ გააკეთეთ ეს მთელი გულით. ნუ დაელოდებით საზღაურს. ასე თქვენი გული სიყვარულით აივსება.

7. დაკავდით სპორტით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აკონტროლეთ წონა. ივარჯიშეთ, ეს მომავალში ყველაზე მნიშვნელოვან შედეგებს მოგიტანთ.

8. ისწავლეთ იმით
იყოთ ბედნიერი, რაც გაქვთ. ბედნიერებას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წარმატებას. წუწუნის ნაცვლად ეცადეთ დატკბეთ ცხოვრებით.

9. ნუ გადადებთ საქმეებს სამომავლოდ. გინდათ სახლის ყიდვა? წიგნის წაკითხვა? უმაღლესი განათლების მიღება? კარიერის შეცვლა? მაშინ დაიწყეთ ამაზე ზრუნვა დღესვე! დრო ძალიან სწრაფად გარბის!

10. დაიცავით დღის რეჟიმი. გამოიძინეთ, არ გაათენოთ ღამები და იზრუნეთ როგორც სხეულის, ისე სულის დასვენებაზე.

მომზადებულია za-uspehom.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 68 /
21 აპრილი 2017 15:52
diana
0
51 ცლის ვარ ეგრე ვიკო როგორც ეჰლა გონებიტ.მაინც.
11 აპრილი 2017 12:19
princess-გან totos da ramazi-s
0
სახარების წესების დაცვით რომელი კაცი ცხოვრობს?! გამოდით, დამენახეთ...არცერთი.თუ "არა იმრუშო"მხოლოდ ქალებისთვისაა დაწერილი...რაც შეეხება რამაზის კომენტარს ქართველ კაცთან თანაცხოვრებისას ქალს აკლია ყ ვ ე ლ ფ ე რ ი,რაც ქალს ბედნიერს ხდის..არ მითხრა,რომ თქვენი ცოლი ბედნიერებისაგან ბრდღვიალებს
11 აპრილი 2017 10:39
MARI
0
მადლობა უფალს,50 წლის ასაკში უფრო თავისუფლად ვგრძნობ თავს,შვილები დაიზარდნენ,თავის საქმეები აქვთ,მთელი ახალგაზრდობა ემიგრაციაში გავატარეთ მე და ჩემმა ქმარმა,ოჯახი ფეხზე დავაყენეთ და ახლა გვაქვს დრო თავს მოუაროთ,დავისვენოთ და სწორი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ,ის რაც დავიმსახურეთ მოკლედ.დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ,სიცოცხლე მშვენიერია და ყველა ასაკში სასურველი,საინტერესო.
11 აპრილი 2017 10:18
Tamo
1
სიყვარულზე საერთოდ არაფერია ნათქვამი,იმიტომ რომ არ არსებობს,ან არსებობს დროებით. ერთდერთი ნამდვილი,გულწრფელი და მუდმივი დედის შვილისადმი სიყვარულია. ხო და ჩემს თავსაც და ყველა ახალგაზრდას გეუბნებით ნუ გადაყვებით უაზრო, ვითომ სიყვარულებს,საკუთარი თავი შეიყვარეთ,მერე ყველაფერი თავისთ მოვაააა.
11 აპრილი 2017 10:08
რამაზი
0
კომბლე შენ ნამდვილად გჭირდება ჯეჯელავა:)
11 აპრილი 2017 10:07
ილია
0
რა ბითურიც ვარ, ალბათ ისევ ის ბითური ვიქნებოდი :)
11 აპრილი 2017 10:05
ramazi
0
საღოლ ტოტო,რპინცესას ეტყობა ძალიან აკლდა ცხოვრებაში რაღაც_რაღაცეები:)
11 აპრილი 2017 10:02
ილია
1
არ დაიწყოთ ფულის შეგროვება. დიდი შანსია გახდეთ მილიარდერი და მომავალმა ნაციონალებმა (ღმერთმა დაგვიფაროს) ყველაფერზე გლანძღონ და გაგინონ. გინდათ ახლა ეს?
10 აპრილი 2017 13:44
ტოტო
0
ყველაზე კარგად რაც უნდა გააკეთოთ და გავაკეთოთ წერია სახარებაში.მასზე კარგი რჩევები არ არსებობს...
ზოგიერთის კომენტარი- იმრუშეთო,ეგოისტები იყავითო ... გასაგებია,რომ გაზაფხულია,მაგრამ ასეც არ შეიძლება.
10 აპრილი 2017 13:24
princess
3
ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ქმარს არცერთხელ ვუღალატე,ის ერთადერთი კაცია ჩემს ცხოვრებაში და არანაირად იმსახურებს ასეთ ერთგულებას. ასე რომ, ქალებო, არცერთი შანსი არ გაუშვათ ხელიდან თქვენი "გაისწოროთ", ერთგულებას მაინც არავინ დაგიფასებთ
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
"ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, რამდენჯერმე წაიკითხონ საგამოცდო ბარათი დაკვირვებით"
"ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, რამდენჯერმე წაიკითხონ საგამოცდო ბარათი დაკვირვებით"
+VIDEO| ევროპული მეორადი ავტომანქანების მთავარი პრობლემა ჟანგი და მაღალი გარბენია
თუ ფრენა კვირის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, ბილეთის ყიდვა ან პარასკევს საღამოს, ან შაბათს ღირს
ხველა, როგორც სამედიცინო სიმპტომი, მნიშვნელოვანი დაცვითი რეფლექსია
მოახერხეს საექსპერიმენტო თაგვების სიცოცხლე 65%-ით გაეხანგრძლივებინათ
გაეცანით დიდებულ სულიერ მოძღვარს, რომელიც არაფერს გავალდებულებთ, მაგრამ ბევრ რამეს განმარტავს:
+VIDEO| 24 წლის თათია ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და ესპანურ ენებს
ვის არ უნდა ახალგაზრდობის და სილამაზის მთელი ცხოვრების მანძილზე შენარჩუნება?
ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:37 / 20-08-2017  Image ბორჯომის რაიონში ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენი დილის 06:00 საათიდან განაახლებს
ღამის ხედვის არ ქონის გამო, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ვერტმფრენმა სამუშაო შეაჩერა და
19:22 / 20-08-2017  Image ავღანეთში სამხედროთა რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია - რისთვის ემზადება ტრამპი
870-მდე ქართველი ჯარისკაცი ისლამურ რესპუბლიკაში 2018 წლის გაზაფხულის ჩათვლით დარჩება
15:12 / 20-08-2017  Image რა დაავადებები იწვევს უძილობას, როგორ დავძლიოთ ის და რატომ უნდა ვეროდოთ საძილე პრეპარატებს
"თუ ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში დაწოლიდან 15-20 წუთის შემდეგ ვერ იძინებს, ძილის დარღვევა აქვს"
14:07 / 20-08-2017  Image 5 ტურისტული მიმართულება, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება მოგზაურებს შორის
მსოფლიოს ტურისტულმა ორგანიზაციამ (WTO) გაერო-სთან ერთად 2017 წლის ყველაზე სწრაფად
13:26 / 23-04-2017  Image როგორ უნდა შეიძინოთ თვითმფრინავის ბილეთი იაფად - 6 რჩევა მოგზაურობის მოყვარულებს
თუ ფრენა კვირის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, ბილეთის ყიდვა ან პარასკევს საღამოს, ან შაბათს ღირს
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49