ფიჭის თაფლი - ასუფთავებს კუჭ-ნაწლავს და კბილებს, კურნავს კატარაქტას

ფიჭის თაფლი - ასუფთავებს კუჭ-ნაწლავს და კბილებს, კურნავს კატარაქტას

თაფლის სასარგებლო თვისებები ფართოდაა ცნობილი. თუმცა იშვიათად ლაპარაკობენ ფიჭის თაფლზე, რომლის სიკეთეს ყველა დროში აფასებდნენ. ჯერ კიდევ უძველეს დროში მიაჩნდათ, რომ ფიჭის თაფლს განსაკუთრებული სამკურნალო ძალა აქვს.

როგორ გამოვიყენოთ სამკურნალოდ ფიჭის თაფლის ღეჭვა რეკომენდებულია მათთვის, ვისაც პირის ღრუს ანთებითი პროცესები აწუხებს: კარიესი, ღეძილების ანთება, სტომატიტი. ფიჭის ღეჭვის დროს დეზინფიცირდება პირის ღრუ და კბილები ნადებისგან სუფთავდება.

კუჭისა და ნაწლავების გასასუფთავებლად, ასევე, გულმოდგინედ უნდა დაღეჭოთ ფიჭა, შემდეგ კი ფიჭის პატარა ბურთულებიც შეგიძლიათ გადაყლაპოთ. ფიჭა დადებითად მოქმედებს კუჭის სეკრეციულ და მამოძრავებელ ფუნქციაზე. გარდა ამისა,

აბალანსებს კუჭის სეკრეციის მჟავიანობას.

დაკვირვებამ აჩვენა, რომ მჟავიანობა კლებულობს, თუ ფიჭას ჭამამდე 1,5-2 საათით ადრე შეჭამთ და მოიმატებს, თუ უშუალოდ ჭამის წინ მიიღებთ.

ხშირად ფიჭის სტერილურ თაფლს კატარაქტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის იყენებენ. მას ანადუღარი წყლით აზავებენ და თვალებში იწვეთებენ. თუ ამ მეთოდის გამოყენებას გადაწყვეტთ, აუცილებლად მიმართეთ მკურნალ ექიმს, გამოყენების წესსა და დოზას ის დაგიდგენთ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს