მეცნიერებმა სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებელი ხერხი მოიგონეს

მეცნიერებმა სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებისგან გასათავისუფლებელი ხერხი მოიგონეს

ტომსკის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერმა ალექსანდრ პოგოჟევმა შეიმუშავა პროგრამა, რომელიც სოციალურ ქსელებთან, ასევე ონლაინ თამაშებთან და სხვა საიტებთან წვდომას შეზღუდავს.

ანალოგიური პროგრამებისგან განსხვავებით, პოგოჟევის გამოგონება ნებისმიერი რაოდენობის ინტერნეტ პორტალებთან კავშირს ზღუდავს. ”პროგრამა დაგეხმარებათ, გადაეჩვიოთ ინტერნეტში ფუჭად დროის კარგვას. ის გათვლილია იმ ადამიანებზე, ვისაც გააზრებულად სურს თვითორგანიზების გაუმჯობესება”, - განაცხადა მეცნიერმა.

პოგოჟევი ყვება, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს უფრო დიდი ხნით მოუნდება ინტერნეტში ყოფნა, მოუწევს ჯარიმის გადახდა, რადგან თავის თავთან დადებული პირობა დაარღვია. შემოსული თანხები გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში.

მეცნიერის თქმით, ის გეგმავს მალე ჩაუშვას გაყიდვაში თავისი გამოგონება. ამჟამად პროგრამა მხოლოდ კომპიუტერებზე მოქმედებს, მაგრამ სამომავლოდ იგეგმება მისი ადაპტირება პლანშეტებისა და სმარტფონებისთვის.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს