ამ ადამიანებს სიკვდილის წინ ოცნებები აუსრულეს - ისტორიები, რომლებსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

ამ ადამიანებს სიკვდილის წინ ოცნებები აუსრულეს - ისტორიები, რომლებსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

დედოფლის გაცნობა

კიბოთი დაავადებული ათი წლის ბრიტანელი ბიჭის, ოლივერ ბარტონის სურვილი იყო დედოფალ ელიზაბეტ მეორეს გაცნობა. დედოფალმა ვერ მოახერხა ბავშვთან შეხვედრა. სამაგიეროდ მის მოსანახულებლად მსახიობი ჰელენ მირენი მივიდა, რომელიც დედოფლის როლს თამაშობს ფილმში ”დედოფალი” და მისი პორტრეტისთვის "ოსკარიც" აქვს მიღებული.

საყვარელ ცხოველებთან გამომშვიდობება

მარიო მთელი სიცოცხლის მანძილზე როტერდამის ზოოპარკში მუშაობდა და ჟირაფებს უვლიდა. მამაკაცს მძიმე ფორმის სიმსივნე აღმოუჩინეს. მან ზოოპარკის ადმინისტრაციას სთხოვა ნება დაერთოთ, რომ ცოტა ხნით საყვარელ ცხოველებთან ერთად ეცხოვრა.

შეხვედრა ოკეანესთან

საავადმყოფოში დაწოლამდე, ბებია ოცნებობდა, რომ უკანასკნელად შეევლო თვალი ოკეანესთვის. ოჯახის წევრებმა მას სურვილი აუსრულეს.

შვილთან ერთად ცეკვა

61 წლის მერი ენს, რომელსაც სიმსივნის ბოლო სტადია ჰქონდა, სურდა შვილის ქორწილი სიცოცხლეშივე ენახა. ფოტოზე ის თავის ვაჟიშვილთან ერთად ცეკვავს. სამი დღის შემდეგ ქალი გარდაიცვალა.

საყვარელი მსახიობის გაცნობა

ბრედ ჯოინერი, რომელსაც თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა, სერიალ Breaking Bad-ის დიდი ფანი გახლდათ. მისი უკანასკნელი სურვილი შოუს მთავარი როლის შემსრულებლის, ბრაიან კრენსტონის განცობა იყო. ფოტოზე ის მსახიობს სკაიპით ესაუბრება.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს