ექიმი კომიდან გამოვიდა და განაცხადა, რომ იმქვეყნიური ცხოვრების საიდუმლო შეიტყო

ექიმი კომიდან გამოვიდა და განაცხადა, რომ იმქვეყნიური ცხოვრების საიდუმლო შეიტყო

ექიმი ებენ ალექსანდრი დიდი ხნის განმავლობაში ასწავლიდა ჰარვარდის უნივერსიტეტში და წარმატებული ნეიროქირურგის რეპუტაცია ჰქონდა. რაც თავი ახსოვს, ქრისტიანი იყო, მაგრამ არასოდეს სჯეროდა იმქვეყნიური ცხოვრების.

"როგორც ნეიროქირურგს, მე არ მწამდა "სხეულის გარეშე ცხოვრების" ფენომენის. მე სამეცნიერო წრეში გავიზარდე. მამის კვალზე მეც აკადემიკოსი და ნეიროქირურგი გავხდი. მესმის, რაც ემართება ტვინს, როდესაც ადამიანები სიკვდილის პირას იმყოფებიან, ამიტომ ყოველთვის ვთვლიდი, რომ არსებობდა ლოგიკური ახსნა იმ ფენომენისა, რომელსაც სიკვდილს გადარჩენილი ადამიანები აღწერენ ხოლმე, რომ სხეულის გარეშე იმოგზაურეს."

თუმცა ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მამაკაცი 2008 წლის შემოდგომაზე კომაში ჩავარდა. სწორედ მაშინ, როდესაც ერთი კვირის განმავლობაში სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე იმყოფებოდა, როგორც ნეიროქირურგი ყვება, მან თავად იმოგზაურა იმქვეყნად და კონკრეტულად კი სამოთხეში.

მომზადებულია live-smi.net-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს