განსხვავებული ბრაზილია - ვილა მიმოზას ბორდელების ამაზრზენი რეალობა

განსხვავებული ბრაზილია - ვილა მიმოზას ბორდელების ამაზრზენი რეალობა

რა ვიცით ბრაზილიის შესახებ? ალბათ, პირველი რაც გახსენდებათ, ლამაზი პლაჟები და კარნავალები, ფეხბურთი და უგემრიელესი ყავაა. თუმცა ბრაზილია ისეთი მშვენიერი სულაც არაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოთ.

რიო დე ჟანეიროში ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი ადგილი უბანი ვილა მიმოზაა, წითელი ფარნების ქუჩის ბრაზილიური ანალოგი. თუმცა ჰოლანდიურსა და ბრაზილიურ უბნებს შორის დიდი სხვაობაა. აქ სექსმომსახურების მისაღებად ყველაზე გაჭირვებული ადამიანები მიდიან, გაჭირვებული ხალხი კი ბრაზილიის მოსახლეობის უმეტესობაა. ბრაზილიაში პროსტიტუცია აკრძალულია, ამიტომ მას მაღაზიებად, საკვებ პუნქტებად ფუთავენ. კლიენტებს ვიწრო ოთახებში ემსახურებიან. ყოველდღიურად ამ ქუჩაზე მინიმუმ 4 000 ადამიანი სარგებლობს სექსმუშაკის მომსახურებით. ”ძალიან ბევრ დგილას ვარ ნამყოფი და გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ვილა მიმოზა ერთ-ერთი ყველაზე სულისშემძვრელი ადგილია პლანეტაზე”, - ამბობს ფოტოგრაფი ფაბიო ტეიშეირა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია ofigenno.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს