ხრიკები და რჩევები Facebook-ზე, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

ხრიკები და რჩევები Facebook-ზე, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

Facebook-ს ყოველდღიურად მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს. სოციალური ქსელზე მიჯაჭვულობა თანამედროვეობის აქტუალური პრობლემა გახდა. "ბიზნესინსაიდერი" გთავაზობთ რჩევებსა და ხრიკებს, რომლებიც თქვენთვის Facebook-ის გამოყენებას უფრო მოხერხებულსა და სასარგებლოს გახდის.

• Activity Log სოციალურ ქსელში თქვენს ყველა აქტივობას ინახავს. მასში ნავიგაცია მარტივია როგორც ვებგვერდის, ასევე მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ასე რომ, თუ თქვენი ძველი აქტივობის ნახვა გინდათ, მიმართეთ Activity Log-ს.

• აირჩიეთ გვერდები და ადამიანები, რომელთა პოსტების ნახვაც ყოველთვის გსურთ. მობილური აპლიკაციაში მათი არჩევის ინსტრუქცია შემდეგია: More:Settings:News Feed Preferences. არჩეული ადამიანები და გვერდები პატარა ლურჯი ვარსკვლავით იქნება აღნიშნული.

• Facebook-ს აქვს სასურველი პოსტის შენახვის ფუნქცია. მონიშნული ლინკები, ვიდეოები, ფოტოები და სხვა მასალა სოციალური ქსელის მობილური აპლიკაციის განყოფილებაში "More" შეინახება.

• უთხარით ხალხს, როგორ უნდა წარმოთქვან თქვენი სახელი სწორად. მისი მითითება თქვენი პირადი ინფორმაციის დამუშავების დროს შეგიძლიათ. ვებგვერდზე ნახეთ განყოფილება "About" და ქვეგანყოფილება "Details About You". სწორედ აქ შეგიძლიათ მიუთითოთ, თუ როგორ წარმოითქმება თქვენი სახელი. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს