როგორ სიზმრებს ნახულობენ ვაკეში ან გლდანში? - საქართველოში სიზმრების მოგროვება იწყება

როგორ სიზმრებს ნახულობენ ვაკეში ან გლდანში? -  საქართველოში სიზმრების მოგროვება იწყება

სოციალური ქსელი, რომელიც "დრიმერებს" დააკავშირებს, მალე საქართველოში გამოჩნდება. თუ სხვა სოციალურ ქსელებში ადამიანები საერთო ინეტერესების მიხედვით მეგობრდებიან, სიზმრების შემგროვებელ სოციალურ ქსელში, საერთო სიზმრების მქონე ადამიანებს შეეძლებათ დამეგობრება. ვებგვერდთან ერთად შეიქმნება აპლიკაციაც, რომელიც სიზმრებს შეინახავს.

პროექტზე ქართველი ინოვატორი და ენთუზიასტი ზურა ჯიშკარიანი მუშაობს. მისი მიზანი სიზმრების მოგროვება და ხალხის ქვეცნობიერის გამოვლენაა.

ზურას განმარტებით, აპლიკაციაზე რუკაც იქნება მიბმული და სიზმრების კარტოგრაფია გაკეთდება. "საქართველოში სიზმრები ძალიან აქტუალურია. არცერთ სხვა ენოვან Facebook-ზე ამდენი ადამიანი არ პოსტავს სიზმრებზე, რამდენსაც - საქართველოში.

ამიტომაც გადავწყვიტე ამ საკითხზე მუშაობა. ამჟამად მსგავსი აპლიკაციები არსებობს. მაგრამ ჩვენს პროექტს ორი განმასხვავებელი ნიშანი ექნება.

ჩვენი შეგროვებული სიზმრები მიბმული იქნება ქალაქის რუკაზე. მიღებული კარტოგრაფიით, შეგვეძლება ვნახოთ, როგორ სიზმრებს ნახულობენ საბურთალოზე, ვაკეში ან ვარკეთილში. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს