უქუდოდ სიარული ქუჩაში - რა საფრთხეში იგდებთ თავს?

უქუდოდ სიარული ქუჩაში - რა საფრთხეში იგდებთ თავს?

მედიკოსების აზრით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რომლის დროსაც ქუჩაში შეგიძლიათ ქუდის გარეშე ისეირნოთ, ერთი გრადუსია. ამინდი ამ დროს მშვიდი და მშრალი უნდა იყოს. ესეც იმ შემთხვევაში, თუ კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევით და ხშირი თმაც გაქვთ. ხოლო თუ წვიმს და ქარი უბერავს, 3-4 გრადუსზეც ქუდი აუცილებლად უნდა დაიხუროთ, თანაც თბილი. ქუჩაში ფეხშიშველი ხომ არ დადიხართ? და რატომ გგონიათ, რომ თუ ზამთარში უქუდოდ ივლით, ჯანმრთელობას არ ავნებთ?.. თავის გადაცივებით იმუნიტეტის დაქვეითებას გამოიწვევთ. მიკროორგანიზმები შემოგიტევენ და ქრონიკულ და ანთებით (მაგალითად ჰერპესი) დაავდებებსაც გამოჰკრავთ ხელს. ხოლო თუ ორგანიზმი დასუსტებული გაქვთ, შეიძლება მენინგიტის მსხვერპლიც გახდეთ. სხვათა შორის, ქუდს, რომელიც ოდნავ ფარავს თავს, "მენინგიტიკს" უწოდებენ.

როცა თბილი შენობიდან სიცივეში გადიხართ, ტემპერატურის ძლიერ ცვლილებას შეიძლება სისხლძარღვების სპაზმი მოჰყვეს. სხვა ორგანოებსაც არ დაადგება კარგი დღე.

ბავშვებმა 5 გრადუსზე დაბალ ტემპერატურაზე აუცილებლად უნდა ატარონ ქუდი. გაცივებისკენ მიდრეკილმა პატარებმა კი უფრო მაღალ ტემპერატურაზეც.

ყურების პრობლემა

ყინვის ყველაზე მეტად ყურებს ეშინიათ. ძლიერი ქარისგან ხშირი თმაც ვერ დაგიცავთ და ყურების ტკივილი გარდაუვალი იქნება. კატეგორიულად დაუშვებელია, აუზის ან აბანოს შემდეგ ადამიანი ქუჩაში ქუდის გარეშე გამოვიდეს. თავი ჯერ კარგად უნდა გაიშროთ და თბილი ქუდიც უნდა დაიხუროთ. გადაცივებამ და იმუნიტეტის დაქვეითებამ შეიძლება ოტიტი გამოიწვიოს.

შეიძლება ფურუნკულიც გამოვლინდეს. ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის სისხლძარღვების სპაზმი და შედეგად სმენის ნერვის დაზიანება, რასაც სმენის დაქვეითება და გაურკვეველი ხმაური მოჰყვება ყურებში. სიცივემ შეიძლება შიდა ყურის ანთებაც გამოიწვიოს და ადამიანმა სმენა სრულად ან ნაწილობრივ დაკარგოს. ნუ ეხუმრებით სიცივეს. პირველი სიმპტომის დროს (ყურის ტკივილი, სმენის დაქვეითება) მიაკითხეთ ოტოლარინგოლოგს.

ცხვირხახის პრობლემები

სასმენი აპარატი, ცხვირის ლორწოვანი საფარი და ნუშისებრი ჯირკვლები ერთმანეთისგან შორს არაა გალაგებული და თუ ერთი დაზიანდა, ინფექცია მეორე და მესამე ორგანოზეც გავრცელდება. გადაცივებამ შეიძლება სერიოზული დაავდებების მთელი ნაკრები გამოიწვიოს, - სურდოთი დაწყებული ანგინით დამთავრებული, აგრეთვე ჰაიმორიტი, ფრონტიტი. ხოლო თუ ნუშისებრი ჯირკვლების ქორონიკული ანთებით იტანჯებით, მით უმეტეს ცივ ამინდში ქუდის გარეშე გასვლა დაუშვებელია. მაღალი ტემპერატურა და გართულებებია მოსალოდნელი... განაგრძეთ კითხვა

ასეთ მეგობარს სჯობს, საერთოდ არ გყავდეთ ის - ფსიქოლოგი გირჩევთ, ვისთან არ ღირს მეგობრობა

ცნობილი რუსი ასტროლოგი ასახელებს  ზოდიაქოს 3 ნიშანს, რომელსაც  2020 წელს ფული "ციდან დაეყრება თავზე"

რომელი ზოდიაქოს ნიშანი რაშია მაგარი