ბავშვი და ყინვა - პედიატრის 14 პასუხი ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე

ბავშვი და ყინვა - პედიატრის 14 პასუხი ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე

შეიძლება თუ არა ყინულის ჭამა? სეირნობისას ბავშვს შარფი ცხვირ-პირზე მოვახვიოთ თუ არა? წავიყვანოთ თუ არა ცურვაზე, თუ ქუჩაში ტემპერატურა მინუსს უჩვენებს? როდის გავასეირნოთ ჩვილი პირველად ყინვაში? ამ და სხვა კითხვებით დედები ხშირად მიმართავენ პედიატრებს. დღეს ყველაზე პოპულარული პასუხები შევკრიბეთ.

ზამთარში სასეირნოდ ბავშვის გაყვანა ტანჯვას ემსგავსება: ჩააცვი ბავშვს, თავად ჩაიცვი, არ დაგრჩეს სათადარიგო ხელთათმანები. ქურთუკი და ფეხსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული და წყალგაუმტარი... შედეგად გაწითლებული ცხვირი, ალერგია სიცივეზე, სურდო, გაყინული ფეხები... როგორ მოვიქცეთ, რომ ზამთარში ბავშვის სეირნობა სასარგებლო იყოს და არა საზიანო მისი ჯანმრთელობისთვის?

1. რომელ ტემპერატურაზე გავიყვანოთ ბავშვი სასეირნოდ?

ყველაფერი ბავშვის ასაკზეა დამოკიდებული. ჩვილის ქუჩაში გაყვანა არ შეიძლება, თუ ტემპერატურა მინუს 5 გრადუსია. უფროსი ბავშვები კი მინუს 10 გრადუსზეც შეგიძლიათ გაასეირნოთ. მთავარია, ცივი ქარი არ ქროდეს.

2. ბავშვი აუზზე დაგვყავს. როგორ მოვიქცეთ, გზაში რომ არ გაგვიცივდეს?

აუზიდან ამოსვლის შემდეგ ბავშვს კარგად შეუმშრალეთ სხეული და თმა. არ ჩააცვათ სამოსი ნამიან ტანზე. ქუჩაში გამოსვლამდე ეცადეთ, 15-20 წუთი დაყოვნდეთ შენობაში. ბავშვს შეურჩიეთ თბილი ქუდი, რომელიც მჭიდროდ დაუფარავს ყურებს.

3. ჩემი ბავშვი ზამთარში დაიბადა. როდის შემიძლია მისი გასეირნება?

მშობიარობიდან 2-3 კვირის შემდეგ. თუ, რა თქმა უნდა, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა. დღენაკლულ ბავშვებს უჭირთ სითბოს შენარჩუნება. ამიტომ, მათი სასეირნოდ გაყვანა პედიატრთან უნდა შეათანხმოთ. პირველი გასეირნებისთვის აირჩიეთ უქარო ამინდი. ქუჩაში გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე კი ბავშვი 10-15 წუთით აივანზე "გაასეირნეთ".

4. მივეჩვიე ბავშვის დილაობით დაბანვას, შეიძლება თუ არა ასეთი პრაქტიკის ზამთარში გაგრძელება?

შეიძლება, თუ დაბანვის შემდეგ ბავშვის სასეირნოდ გაყვანას არ აპირებთ. თბილი წყალი სისხლძარღვებს აფართოებს და აბაზანის მიღების შემდეგ ორგანიზმი შეიძლება მალევე გადაცივდეს. ბავშვის დაბანა ქუჩაში გასვლის წინ გაცივებით დასრულდება... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს