რა გელით სიყვარულში 2017 წელს

რა გელით სიყვარულში 2017 წელს

გაგიკვირდებათ და ნუმეროლოგიური პრინციპები, არამხოლოდ ადამიანის ბედზე, მის სასიყვარულო ურთიერთობაზეც ვრცელდება. ასე მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია გიწინასწარმეტყველოთ ის თუ რა გელით კონკრეტულად სასიყვარულო ურთიერთბაში 2017 წელს. საამისოდ პირველ რიგში უნდა გამოთვალოთ ბედის ციფრი. მისი გამოთვლის მაგალითი კი შემდეგია: ადამიანი, რომელიც დაიბადა 1972 წლის 15 ნოემბერს, ციფრი 9 მფლობელია.

ჯამური ციფრის გამოთვლა კი სრულიად მარტივად ხდება: 15 + 11 + 1972 = 1998 => 1 + 9 + 9 + 8 = 27 => 2 + 7 = 9

ამის შემდგომ მიღებულ ერთნიშნა ციფრს დაუმატეთ ციფრი 1, რომელიც 2017 წლის ჯამური ციფრია. იმ შემთხვევაში თუ ორნიშნა ციფრი მიიღეთ დაიყვანეთ ერთნიშნამდე და შესაბამისი პასუხი იხილეთ ქვემოთ მოყვანილ სტატიაში.

ციფრი 1 - მაისის თვეში მოულოდნელი ნაცნობობა გელით. თუმცა უკვე ივნისის ბოლოს თქვენს ურთიერთობაში მესამე ჩაერევა და საკმაოდ დიდ თავის ტკივილს გაგიჩენთ ამით. ყველაფერი სექტემბერში გაირკვევა.

ციფრი 2 - შესაძლებელია, არც არაფერს ელით უკვე რომანტიკულ ფრონტზე, თუმცა ყურების ჩამოყრა ნამდვილად ადრეა, იმიტომ რომ მაისის შუა პერიოდში ბედი საკმაოდ საინტერესო და არაორდინალურ ნაცნობობას გპირდებათ. ეს შეიძლება სავსებით ბანალურად დაწყებული ნაცნობობა იყოს, რომელიც მეგობრობიდან დიდ სიყვარულში გადაიზრდება.

ციფრი 3 - წლის მანძილზე თავს მსუბუქი რომანებით გაირთობთ. ივნისის ბოლოს შესაძლებელია მხურვალე სასიყვარულო ინტრიგაში გაეხვეთ, რომელიც აგვისტომდე გასტანს მაგრამ არასოდეს დაგავიწყდებათ.

ციფრი 4 - ზამთარში შესაძლოა "ყოფილებმა" შეგახსენეს თავი, ამიტომ მათთან ურთიერთობის გარკვევა აპრილის ბოლომდე არ დასრულებულა. თუმცა, იცოდეთ, რომ წინ ახალი სიყვარული გელით, რომელიც აგვისტოში თავბრუდამხვევ რომანში გადაიზრდება. სექტემბერში კი შესაძლოა სულაც ოჯახის შექმნით დასრულდეს... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს