ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული საჩუქრები

 ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული საჩუქრები

ამერიკულმა ჟურნალმა "ფორბსმა" ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული საჩუქრები გამოაქვეყნა.

"კოჰინორის" ბრილიანტის ქვა

"ფორბსის" რეიტინგის თანახმად, ყველაზე ძვირად ღირებული საჩუქარი კოჰინორის 186-კარატიანი ბრილიანტის ქვაა. ძვირფასი ქვა სიკჰის იმპერიის უკანასკნელმა მაჰარაჯამ 1849 წელს ინგლისის დედოფალ ვიქტორიას აჩუქა. ამ ქვის ნაწილებით ინგლისის დედოფლის გვირგვინია გაწყობილი. გამოცემის ცნობით, დღემდე ქვის ღირებულება შეუფასებელია. ერთ-ერთი ვერსიით, ქვის ფასი 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს. თუმცა შედარებისთვის ყველაზე ძვირად ღირებული, 45-კარატიანი ბრილიანტის ქვა 250 მილიონი დოლარი ღირს.

ლუი XVI-ს ამერიკელების მხარდაჭერა

1770-იან წლებში საფრანგეთმა ამერიკის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მხარდაჭერის მიზნით დღევანდელი ექვივალენტით 20 მილიარდი დოლარი გაიღო. ეს საჩუქარი და ქვეყნის ფინანსების არასდროსი განკარგვა ფრანგთა მეფე ლუი XVI-ს გვირგვინისა და სიცოცხლის ფასად დაუჯდა.

მარგალიტის ყელსაბამი

ბანკირმა მორტონ პლანკმა საკუთარი მეუღლეს "კარტიეს" მარგალიტის ყელსაბამი აჩუქა. ამ ძვირად ღირებული საჩუქრის სანაცვლოდ ბანკირმა ნიუ იორკში მდებარე სახლი გაიღო, რომელიც დღესდღეობით რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი ღირს.

საჩუქარი მეტროპოლიტენის მუზეუმისთვის

2003 წელს მილიარდერმა ლეონარდ ლაუდერმა ნიუ იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმს 1,1 მილიარდ დოლარად ღირებული კუბისტების ხელოვნების ნიმუშები გადასცა. მათ შორის იყოს პაბლო პიკასოს, ჟორჟ ბრაკის, ხუან გრისის და ფერნანდ ლეჟეს ტილოები. ლაუდერის მუზეუმისთვის შეწირული ხელოვნების ნიმუშები დღემდე რჩება ყველა დროის ძვირადღირებულ ქველმოქმედებად ხელოვნების ისტორიაში  განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს