18 წლის გოგონა ქალწულობას მილიონ ევროდ ყიდის

18 წლის გოგონა ქალწულობას მილიონ ევროდ ყიდის

18 წლის რუმინელი გოგონა ალექსანდრა ხეფრენი აპირებს საკუთარი ქალწულობა მიჰყიდოს მას, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდის სექსუალურ კავშირში.

უჩვეულო აუქციონი მიმდინარეობს სააგენტო Cinderella Escorts საიტზე, რომლის დახმარებით თინეიჯერ მოდელს აუქციონზე საკუთარი ქალწულობა გამოაქვს და მას საწყის ფასს - მილიონ ევროს ადებს.

იხილეთ ვიდეო

"ველოდი როდის გავხდებოდი 18 წლის, რომ ქალწულობის გაყიდვა შემძლებოდა. ამ ფულით შევძლებ ვიმოგზაურო, კარგ უნივერსიტეტში ვისწავლო, ჩემ მშობლებს, რომლებიც ძალიან გაჭირვებულები არიან, ბინა ვუყიდო. ბევრი გოგონა თავის ქალწულობას ისეთ კაცზე გასცემს, ვინც მათ შემდეგ გულს ტკენს და მარტო ტოვებს. მე მირჩევნია ჩემი პირველი სექსუალური აქტით ნათელი მომავალი შევიქმნა", - აცხადებს გოგონა პრესასთან საუბრისას.

ალექსანდრამ აგრეთვე აღნიშნა, რომ ეს იდეა ფილმ "უხამსი წინადადების" ყურებისას მოუვიდა. ფილმში ცოლ-ქმარს ვუდი ჰარელსონი და დემი მური განასახიერებენ. შუახნის მილიარდერი, რობერტ რედფორდის შესრულებით, ქალთან სექსის სანაცვლოდ მილიონ დოლარს შესთავაზებს წყვილს.

საიტზე განთავსებულ ფოტოებში ალექსანდრა პროვოკაციულად გამოიყურება, ის ფოტოკამერის წინ საცვლებში პოზირებს და საკუთარი სხეულის მაქსიმალურად წარმოჩენას ცდილობს. სააგენტოს ცნობით, პაემანი გერმანიაში შედგება, "მყიდველს" შეუძლია აირჩიოს სასტუმრო, სადაც ალექსანდრა მასთან ერთ ღამეს გაატარებს.

მომზადებულია ijr.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს