ავტორი:

70-იანი წლების საბჭოთა საქართველო - ვინ იყო იმჟამად ყველაზე პოპულარული?

70-იანი წლების საბჭოთა საქართველო - ვინ იყო იმჟამად ყველაზე პოპულარული?

გასული საუკუნის 70-იანი წლები - ეპოქა, როდესაც პოპულარული იყო "ბითლზი", "პინკ ფლოიდი", იქმნებოდა ანტონიონის ფილმები... მოდერნიზმის ზეიმი - ასე იხსენებენ 70-იან წლებს ცნობილი ქართველები, რომლებმაც წარმატება მოიპოვეს სპორტში, კინოსა და ხელოვნების სხვა სფეროებში. დღეს ისინი ყველას ახსოვს.

"ყველას გვიჭირდა, პარტიული ბოსების გარდა"

ქართული ფეხბურთის ისტორიას არაერთი დიდებული კაპიტანი ახსოვს, თუმცა მანუჩარ მაჩაიძე (იგივე მანო) "დინამოს" ისტორიაში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კაპიტნად რჩება. ფეხბურთის გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ მოპოვებული საბჭოთა კავშირის თასი, როდესაც გუნდის კაპიტანი სწორედ მანო გახლდათ.

- მაშინ ფეხბურთი სპორტის ძალიან პოპულარული სახეობა იყო, იმ წლებს ნოსტალგიით ვიხსენებ. ახალგაზრდები ვიყავით და ყველაფერი გვიხაროდა, მაგრამ ტიპური საბჭოთა წყობილება იყო - ფული არ გვქონდა, ყველას გვიჭირდა, პარტიული ბოსების გარდა. იცით, 70-იან წლებში ახალგაზრდა როგორ ერთობოდა? თითქმის არ იყო კაფე-ბარები, კლუბები. ძირითადად, ოჯახებში იშლებოდა სუფრა. მართალია, პროდუქტი ძვირი არ ღირდა და შინ წვეულების მოწყობას ყველა ახერხებდა (პური 20 კაპიკი ღირდა, ხორცი - 2-3 მანეთი), მაგრამ ხალხი იყო ზომბირებული, მუდმივად კეთდებოდა აქცენტი პატიოსნებაზე, მთავრობა ხალხს არწმუნებდა, რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფცია წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ყველა იპარავდა... ახალგაზრდობა და ის წლები მენატრება, თუმცა დღეს მაინც ვფიქრობ, რომ ცუდი ცხოვრება იყო.

"დღეს ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ხელოვნება არ არსებობს!"

თეატრალურ ინსტიტუტში აბარებდა, სურდა სწავლა კინემატოგრაფიის განხრით გაეგრძელებინა, მაგრამ სამჯერ უთხრეს უარი - მაშინ თეატრალურზე მხოლოდ გავლენიანი ნაცნობის წყალობით ხვდებოდნენ.

რას იხსენებს იური მეჩითოვი ტკბილ 70-იანებზე.

- 70-იანი წლები ნამდვილი აღმავლობის პერიოდი იყო ხელოვნებისთვის. ჩვენ ახლა პოსტმოდერნიზმში ვართ გადასული. აღარ იწერება ის მუსიკა, რომელმაც დროს გაუძლო. მაშინ მოდური იყო "როლინგ სტოუნზი", "ბითლზი", ჯიმი ჰენდრიქსი. იტალიური კინო იყო ზენიტში, იმ პერიოდში გამოვიდა მიქელანჯელო ანტონიონის "პროფესია: რეპორტიორი", რომელიც ჩემი თაობის ყველა ადამიანს ახსოვს. 70-იანი წლები ის ეპოქაა, როცა ხელოვანებს ჯერ კიდევ ეგონათ, რომ სამყაროს შეცვლა შეეძლოთ. თუ შემოქმედი არ ფიქრობს, რომ თავისი ხელოვნებით სამყაროს შეცვლის, დღევანდელი კულტურის წარმომადგენლებივით მხოლოდ კომერციულ მენეჯერად რჩება. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც, პრაქტიკულად, ხელოვნება არ არსებობს!...განაგრძეთ კითხვა