კაცი, რომელმაც აუზზე ბავშვი გააუპატიურა, გაზრდილ სასჯელს მოიხდის

კაცი, რომელმაც აუზზე ბავშვი გააუპატიურა, გაზრდილ სასჯელს მოიხდის

ერაყელს ლტოლვილს, ვისაც 10 წლის ბიჭუნას ვენაში, აუზზე გაუპატიურება ედებოდა ბრალად, უფრო დიდი სასჯელი მიესაჯა მას შემდეგ, რაც მისმა დამცველებმა აპელაციის უფლება მოიპოვეს. ავსტრიის უმაღლესმა სასამართლომ თავდაპირველი ექვსწლიანი სასჯელი უარყო იმ მიზეზით, რომ არ იყო დაზუსტებული, ბრალდებულმა ამირ ა-მ იცოდა თუ არა იმის შესახებ, რომ მის მიერ გაუპატიურებული ბავშვი არასრულწლოვანი იყო. ახალი მოსმენის შედეგად დადგინდა, რომ ამირმა ამის შესახებ იცოდა, რის გამოც სასამართლომ მას სასჯელი შვიდ წლამდე, მსხვერპლის ოჯახისადმი გადასახდელი თანხა კი 4 700 ევროდან 5 000 ევრომდე გაზარდა.

21 წლის ამირი ტაქსის მძღოლი იყო ერაყში, სანამ ევროპაში მოგზაურობას გადაწყვეტდა და 2015 წელს ავსტრიაში ჩავიდოდა. აუზზე მისი მისვლა განაპირობა ლტოლვილების საჯარო ინტეგრაციის მიზნით ორგანიზებულმა მიწვევამ. სასამართლომ დაადგინა, რომ ამირმა თავისი მსხვერპლი ტუალეტში შეიყვანა, კარი ჩაკეტა და გააუპატიურა. ბავშვმა თავდასხმის შესახებ დაცვას უამბო, როდესაც პოლიცია მოვიდა, ამ დროს ამირი აუზზე ისვენებდა. ჩვენებების თანახმად პოლიციის პირველ დაკითხვაზე ამირმა ჩადენილი აღიარა, რაც იმით განმარტა, რომ ოთხი თვე იყო, რაც სექსი არ ქონდა. შეგახსენებთ, მისი მსხვერპლი სულ რაღაც ათი წლის გახლავთ.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს