რა არის სიყვარული? - 4-8 წლამდე ბავშვების პასუხები გაგაოცებთ და ძალიან დაგაფიქრებთ...

რა არის სიყვარული? - 4-8 წლამდე ბავშვების პასუხები გაგაოცებთ და ძალიან დაგაფიქრებთ...

ამერიკელმა მკვლევრებმა 4-დან 8 წლამდე ბავშვებს ჰკითხეს "რა არის სიყვარული?" - ამ მცირე შეკითხვა-კონკურსს ერთადერთი მიზანი ჰქონდა: გამოერჩიათ ყველაზე მზრუნველი ბავშვი.

პატარებმა ასეთი პასუხები გასცეს დასმულ კითხვას:

4 წლის ერი: "სიყვარულია, თუ ძალიან დაღლილიც იღიმები"

4 წლის მერიენი: "სიყვარულია, როცა შენი ლეკვი სახეს გილოკავს მაშინაც კი, თუ მთელი დღით შინ მარტო დატოვე"

4 წლის ბილი: "როცა ვინმეს უყვარხარ, შენს სახელს განსაკუთრებულად ამბობს"

6 წლის რებეკა: "როცა ჩემი ბებო ართრიტით დაავადდა, ვეღარ იხრებოდა და ვეღარც ფეხის ფრჩხილებზე ისვამდა ლაქს და ყოველთვის ჩემი ბაბუ უსვამდა, მაშინაც კი, როცა თვითონაც დაუავადდა ხელები ართრიტით. ეს არის სიყვარული"

6 წლის კრისი: "სიყვარულია, როცა შენი შემწვარი კარტოფილის უმეტეს ნაწილს ვინმეს აძლევ და სამაგიეროდ არაფერს სთხოვ"

6 წლის მარკი: "სიყვარულია, როცა მამა დედას აბრაზებს და ის არ აიმრიზება"

7 წლის ნოელი: "სიყვარულია, როცა ვინმეს ეუბნები, რომ მისი ტანსაცმელი მოგწონს და ის ყოველდღე ერთნაირად იცვამს, რომ გაგახაროს"

7 წლის კერენი: "როცა ვინმე გიყვარს, წამწამები მუდამ მაღლა მიფრინავენ და თვალებიდან ვარსკვლავები გცვივა"

7 წლის დენი: "სიყვარულია, როცა დედა ყავას უმზადებს მამას და მიტანამდე მოსვამს, რათა დარწმუნდეს, გემრიელია თუ არა"

8 წლის ჯესიკა: "თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა, მიყვარსო და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული"

ეს - რაც შეეხებოდა ამ კითხვაზე პასუხებს, კონკურსში კი გაიმარჯვა 4 წლის ბავშვმა. მის მოხუც მეზობელს გარდაეცვალა მეუღლე. დაინახა რა, კაცი ტირისო, ბიჭუნა შევიდა მის ეზოში და კალთაში ჩაუჯდა. ასე იჯდა დიდხანს. როცა დედამ ჰკითხა, რა უთხარი ჩვენს მეზობელსო?

ბიჭუნამ მიუგო: "არაფერი, მხოლოდ ტირილში მივეხმარე..."

წყარო: ფეისბუქი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს