უნდა გადაუხადოთ თუ არა ერთი წლის ბავშვს დაბადების დღე?

უნდა გადაუხადოთ თუ არა ერთი წლის ბავშვს დაბადების დღე?

ხშირად გაიგონებთ მსგავს გამოთქმებს და აზრებს, რომ მაგალითად, ერთი წლის ბავშვს არ უნდა გადაუხადო დაბადების დღე, წლამდე უნდა გადაპარსო თმა და კიდევ ბევრი რამ. სინამდვილეში, ეს სიმართლეა თუ ცრურწმენა?

არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმოდგენები

"არცონდა - არცოდვაა"

უცოდინრობით ჩადენილი ცოდვები ცოდვებად ითვლება, რადგან ადამიანი ვალდებულია იცოდეს. მას აქვს სათანადო ცოდნის მიღების საშუალება, მაგრამ არ ცდილობს დაეუფლოს მას, რითაც ორმაგ ცოდვაში იგდებს თავს. მავანთ ყოველივე იციან და ყოველივეთი ინტერესდებიან, რაც მათ არ ეხებათ, ხოლო იმის შესახებ, თუ რა არის მათი სიცოცხლის არსი და მიზანი, მარადიულობის, ღმერთის, რწმენის შესახებ ცნობები მათ არ აღელვებთ. ამადაც ვკითხულობთ სახარებაში, რომ დაისჯება ის მონაც, რომელმაც არ იცოდა, თუმცაღა მასზე ნაკლებად, ვინც იცოდა. და, რაღა თქმა უნდა, ცოდვები, რომლებიც ჩადენილია უცოდინრობის გამო, უნდა მოვინანიოთ.

1 წლის ბავშვის დაბადების დღის გადახდა არ შეიძლება. ეს ცრურწმენაა. საეკლესიო კანონმდებლობის მიხედვით 1 წლის ბავშვის დაბადების დღის აღნიშვნას არანაირი წინააღდეგობა არ ეღობება.

"რაც გიწერია - არ აგცდება"

სწავლებას ბედისწერის შესახებ არ იწყნარებს ეკლესია. როგორც წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: "არ არსებობს სხვა იმდენად ზადიანი და უკურნებელი სწავლება, როგორც სწავლება განგებისა და ბედისწერის შესახებ. თუკი აუცილებელია მოხდეს ბედისაგან განსაზღვრული მაშინაც, როდესაც ბეჯითად ვმუშაობთ და მაშინაც, როდესაც გვძინავს, ნუ შეაბამს უღელში ხარებს მიწათმოქმედი, ნუ გამოიტანს სახნისს, ნუ გაჭრის კვალს, ნუ დასთესს, ნუ ელის წლის ხელსაყრელ დროს, ნუ იტანს სიცივეს, ხანგრძლივ წვიმას, უბედურებებს და შრომას მთელი წლის მანძილზე, ნუ ლესავს ნამგალს და ნუ მკის დათესილ პურს, ნუ ლეწს თავთავს, ნუ რგავს და ნუ ელის მცენარეებს, - მოიცილოს მიწათმოქმედის ყველა ზრუნვა, დაჯდეს სახლში და იძინოს: თუკი ყველაფერი ბედისგან უეჭველად აქვს დანიშნული, სიკეთე თავისით მიუვა სახლში... რატომ არ გადაწყვეტთ ასე მოქცევას, თუკი მართლაც გჯერათ ბედისა?..

როდემდე ვიქნებით გონებით ბავშვები? როდემდე არ შევწყვეტთ უქმ ლაპარაკს? თუკი ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვს? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად და მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ. ხედავ, არ უჯერებ მას პატარა საქმეში, დიდში კი ეყრდნობი...

[ბედი რომ არსებობდეს] არავინ იქნება კარგი და ცუდი. აბა, რისთვის ვაქებთ ვინმეს სიკარგისათვის? რისთვის ვაამებთ?ეს ხომ მისი სათნოება არაა, არამედ ბედისწერის. რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით? ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისაგან, რომელმაც უბიძა მას. ადამიანი, რომელიც საკუთარი სურვილით არ აკეთებს რამეს, არამედ ბედიგანაა იძულებული, არც კარგია და არც ცუდი. ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა? არავინაა ღვთისმოსავი, არავინ - გარყვნილი, არავინ - ანგარებისმოყვარე, არავინ - სამართლიანი. სათნოებაც და ნაკლიც გაუქმებულია, ტყუილად ვართ მოსულები აწინდელ ცხოვრებაში, უკეთ რომ ვთქვათ: არა ტყუილად, არამედ საუბედუროდ"....განაგრძეთ კითხვა

14 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით, "ქარვასლაში" ზოო ფესტივალი გაიმართება

15 თებერვლამდე ნალექი, თოვლი და ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი

უცხო გალაქტიკიდან დედამიწაზე 16 დღეში ერთხელ ამოუცნობი რადიოსიგნალი მოდის - რას ვარაუდობენ მეცნიერები