ქალი, რომელმაც ოცდამეერთე შვილი გააჩინა

ქალი, რომელმაც ოცდამეერთე შვილი გააჩინა

51 წლის ბრაზილიელმა ქალმა 21-ე ბავშვი გააჩინა. ქალი, რომელიც პირველად 13 წლის ასაკში გახდა დედა, აცხადებს, რომ ამაზე გაჩერებას არ აპირებს. სებასტიანა მარია და კონსეისაომ 13 მაისს იმშობიარა. შვილი მამრობითი სქესისაა, 3 კილოგრამს იწონის და 46,5 სანტიმეტრია. ექიმების თქმით, ახალშობილი სრულიად ჯანმრთელია.

დედამ ბავშვს ტასიო დაარქვა იმ ფოტორეპორტიორის პატივსაცემად, რომელიც მშობიარობას ესწრებოდა. ქალმა აღიარა, რომ უყვარს ბავშვებისთვის სხვადასხვა სახელების დარქმევა. ”ჩემი პირველი შვილი მაშინ გამიჩნდა, როდესაც ცამეტი წლის ვიყავი. მაშინ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი და ბევრი რამის შესახებ არაფერი ვიცოდი. მაგრამ მას შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით ვმშობიარობდი”, - ყვება და კონსეისაო.

ქალი მისივე თანატოლზეა გათხოვილი. საბოლოო ჯამში მან გააჩინა 10 გოგონა და 11 ბიჭი. მათგან ცოცხალი 18 ბავშვი გადარჩა. ქალი აღნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი, როდესაც მას პატარა ბავშვთან ერთად ხედავს, თვლის, რომ ბებია და შვილიშვილი არიან. ”როდესაც ვეუბნები, რომ მე ვარ დედა, ყველა გაოცებული სახით შემომყურებს. მე ვზრუნავ საკუთარ შვილებზე და თითოეული მათგანი მიყვარს. 51 წლის ასაკში დედობა ნამდვილად დიდი ბედნიერებაა”, - აცხადებს ბრაზილიელი მრავალშვილიანი დედა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს