ლიტერატურა, რომელმაც მომავალი შექმნა

ლიტერატურა, რომელმაც მომავალი შექმნა

ლიტერატურული ნაწარმოებები, სადაც წარმოდგენილია თამამი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზუსტი აღწერა, თუ როგორ განვითარდებოდა მომავალში მოვლენები ტექნოლოგიის კუთხით.

1. ელექტროობაზე მომუშავე წყალქვეშა გემი

წიგნში ”20 000 ლიე წყალქვეშ” ჟიულ ვერნმა აღწერა წყალქვეშა გემი ”ნაუტილუსი”, რომელიც ელექტროენერგიაზე მუშაობდა. რეალური წყალქვეშა გემები ელექტროძრავით მხოლოდ 90 წლის შემდეგ გამოიგონეს.

2. საკრედიტო ბარათები

ედვარდ ბელამიმ საკრედიტო ბარათების გაჩენა თავის სამეცნიერო ფანტასტიკაში ”წარსულის ცქერა” 62 წლით ადრე იწინასწარმეტყველა, სანამ საკრედიტო ბარათი რეალურად გაჩნდებოდა.

3. ავტომატური კარები

ლეგენდარულმა ფანტასტმა ჰერბერტ უელსმა ავტომატური კარები საკუთარ რომანში - ”როდესაც მძინარეს გაეღვიძება”, 1899 წელს აღწერა. ასეთი სახის კარები მხოლოდ 60 წლის შემდეგ გაჩნდა.

4. ტანკები

1903 წელს უელსმა დაწერა მოთხრობა ”მიწის ჯავშნოსნები”, რომელშიც ტანკები აღწერა, 13 წლის შემდეგ ეს საომარი მანქანები პირველი მსოფლიო ომის დროს გამოჩნდნენ.

5. სიცრუის დეტექტორი

მხატვრულ ლიტერატურაში პირველად, სიცრუის დეტექტორი ე. ბელმერის და ვ. მაკჰეიგენის ნაწარმოებში ”ლუთერ ტრენტის მიღწევებში” არის ნახსენები, რომელიც 1910 წელს დაიწერა. პირველად პოლიგრაფი 1924 წელს გამოიყენეს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს