როგორ მანიპულირებენ ქალები ახლობლებით

როგორ მანიპულირებენ ქალები ახლობლებით

წყენა ის გრძნობაა, რომელსაც ძალიან მალე ვსწავლობთ. წყენის მშვენიერ მაგალითად ბავშვისთვის ითვლება დედის, ბებიის და საერთოდ, ირგვლივ მყოფი ადამიანების სახის გამომეტყველება და მანერები. სხეულზე ორიენტირებული თერაპია ირწმუნება, რომ წყენა იგივე მრისხანებაა, რომელსაც საკუთარი თავისკენ მიმართავ. გამოდის, რომ ბავშვი ბრაზობს თავის ახლობლებზე, მაგრამ ამის გამოხატვა სახიფათოა და ამიტომ ბრაზს წყენად გარდაქმნის, საკუთარი თავისადმი მიმართავს, მას ახასიათებს ჩაკეტვა და განზე გადგომა.

ჰეშტალტ თერაპია ამტკიცებს, რომ წყენა ეს მრისხანებაა, რომელსაც სიყვარული აფერხებს. ჩვენ ვუკრძალავთ საკუთარ თავს ღიად ბრაზის გამოხატვას იმ შემთხვევებში, როდესაც გვეშინია, რომ ახლობლები და საყვარელი ადამიანები ბრაზის გამომჟღავნების შემდეგ იზოლაციით დაგვსჯიან და თავს შორს დაიჭერენ.

როგორც არ უნდა იყოს, წყენა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გრძნობაა, რომელზეც ბევრს არ ერიდება საუბარი, ყველა დანარჩენს კი დემონსტრირება. ჩვენ კულტურაში ქალებს უფრო ჩვევიათ წყენა, მამაკაცებს კი გაბრაზება.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს