IT სფეროში მომუშვე ყველაზე მდიდარი ბიზნესმენები

IT სფეროში მომუშვე ყველაზე მდიდარი ბიზნესმენები

ამერიკულმა ეკონომიკურმა გამოცემა ”ფორბსმა” შეადგინა ყველაზე წარმატებული ბიზნესმენების სია, რომლებიც IT სფეროში მოღვაწეობენ. ტექნოლოგიურ სფეროში დაკავებული ბიზნესმენების სიაში პირველი ადგილი ”მაიკროსოფტის” დამაარსებელმა ბილ გეითსმა მოიპოვა. ამერიკელის ქონება 2015 წელს 79,6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

მეორე ადგილზე ლარი ელისონი გავიდა, რომელიც Oracle-ს დამაარსებელია. მისი ქონება 50 მილიარდი დოლარია. მესამე პოზიციაზე "ფორბსის" სიაში ჯეფ ბეზოსია, რომელიც ინტერნეტ მაღაზია ”ამაზონის” აქციების 90%-ს ფლობს. მისი ქონება 47,8 მილიარდი დოლარია.

ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების ათეულში აგრეთვე შევიდნენ სოციალურ ქსელ ”ფეისბუქის” დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი, რომლის ანგარიშზეც 41,2 მილიარდი დოლარია, კომპანია ”გუგლის” თანადამაარსებლები - ლარი პეიჯი 33,4 მილიარდი დოლარით და სერგეი ბრინი 32,8 მილიარდი დოლარით. ონლაინ მაღაზია ”ალიბაბას” შემქმნელ ჯეკ მას 23,2 მილიარდი დოლარი აქვს, ”მაიკროსოფტის” ყოფილ დირექტორს სტივ ბალმერს კი 22,7 მილიარდი. სტუდია ”დისნეის” მსხვილი კერძო აქციონერი ლორენ პაუელ ჯობსი, რომელიც კომპანია ”ეფლის” თანადამაარსებლის სტივ ჯობსის ქვრივია, 21,4 მილიარდ დოლარს ფლობს, ხოლო კომპანია ”დელის” დამაარსებელი მაიკლ დელი მეათე ადგილზე 19,4 მილიარდი დოლარით ასრულებს სიას.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს